• Geo
  • Eng
16.08.2014
დინამო VS სიონი – მატჩამდე

დინამო თბილისი საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის მეორე ტურის შეხვედრას თბილისში, დინამო არენაზე, ბოლნისის სიონის წინააღმდეგ გამართავს. 17 აგვისტოს შეხვედრა 19:00 საათზე დაიწყება. ჩვენი კლუბის ოფიციალური ვებ–გვერდის მეშვეობით ტრადიციულად ვიდეო და ტექსტური რეპორტაჟის ნახვა შეგეძლებათ.

 

 

ჩვენი მეტოქე

ბოლნისის საფეხბურთო კლუბი სიონი, საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში 1995 წლიდან ასპარეზობს. გუნდი საშინაო შეხვედრებს ბოლნისში, თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონზე მართავს, რომელიც 3300 მაყურებელს იტევს. ბოლნისის სიონის საკლუბო ფერები ძირითადად თეთრ და ყვითელ ფერებში არის გადაწყვეტილი. ბოლნისურმა კლუბმა ისტორიაში ყველაზე დიდ წარმატებას 2005–2006 წლების სეზონში მიაღწია – გუნდმა საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა და ჩემპიონთა ლიგის გათამაშების საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზა. 2013/2014 სეზონის პირველობაზე ჩვენმა მეტოქემ მესამე ადგილი აიღო და ბრინჯაოს მედლები დაისაკუთრა.

 

 

მწვრთნელი და სიონი

ბოლნისის სიონის მთავარი მწვრთნელი 2013 წლის ოქტომბრის ბოლოდან ვლადიმერ ბურდულია. მისი თავკაცობით გუნდმა გასული სეზონი მესამე ადგილზე დაასრულა და ევროპა ლიგის საგზური მოიპოვა. სიონი პირველ ეტაპზე ალბანეთის ფლამურტარს დაუპირისპირდა. ბოლნისელებმა საშინაო შეხვედრა 2:3 დათმეს, გასვლაზე 2:1 მოიგეს თუმცა ეს ანგარიში არ ეყო ჩვენს მომავალ მეტოქეს შემდეგ ეტაპზე გასასვლელად.

 

 

დინამომდე...

ბოლნისის სიონმა დასრულებული პირველობაზე მესამე ადგილი დაიკავა, რითაც ევროპა ლიგის გათამაშების საგზური მიიღო. ბოლნისელები ალბანურ ფლამურტარს დაუპირისპირდნენ და ორმატჩიან დუელში გამოეთიშნენ ასპარეზობას. სიონი სახლში დამარცხდა 2:3, ხოლო გასვლაზე იმარჯვა 2:1. შემდეგ ამხანაგურ მატჩებში ერევნის არარატს სძლია 2:1 და 3:2 დამარცხდა გორის დილასთან. ეროვნული პირველობის პირველ ტურში კი სიონმა საჩხერის ჩიხურას 1:0 აჯობა.

 

 

დინამო VS სიონი

დღემდე ამ გუნდებს შორის ეროვნულ ასპარეზზე 53 შეხვედრა გაიმართა. ურთიერთშეხვედრებში დინამოელთა უპირატესობა აშკარაა – 43 მოგება, 4 ფრე და 6 მარცხი. გატანილი და გაშვებული ბურთების შეფარდება დედაქალაქელთა სასარგებლოდ 131/26 არის.

დედაქალაქელმა ფეხბურთელებმა 43 გამარჯვებიდან მეტოქე 16 შეხვედრაში დიდი ანგარიშით დაამარცხეს. აქედან აღსანიშნავია 1996 წელს გამართული მატჩი, რომელშიც ჩვენმა გუნდმა ბოლნისის სიონს 8:0 მოუგო. ჩვენმა ფეხბურთელებმა სიონის კარში ამდენივე გოლი გაიტანეს 1998 წელსაც, თუმცა საპასუხოდ ერთი გოლი მიიღეს და დაპირისპირება დინამოს გამარჯვებით – 8:1 დასრულდა. ყველაზე დიდი სხვაობით დინამომ ბოლნისის სიონი 2000 წელს დაამარცხა, ჩვენმა გუნდმა მეტოქეს 9:0 სძლია.

დინამო თბილისისა და ბოლნისის სიონის უკანასკნელი დაპირისპირება ამა წლის 11 მაისს შედგა. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართული მატჩი ჩვენი გუნდის გამარჯვებით ანგარიშით 3:0 დასრულდა. გოლები შეხვედრაში გიორგი მერებაშვილმა, ოთარ მარცვალაძემ და ჩისკომ გაიტანეს.

 

 

დისკვალიფიცირებული ფეხბურთელები

დისკვალიფიკაციის გამო ხვალინდელ მატჩს ბოლნისის სიონის ფეხბურთელები– ჯაბა უგულავა და ზვიად ლობჯანიძე დააკლდებიან.

 

 

დინამო VS სიონი მსაჯი

საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მეორე ტურის შეხვედრას, რომელსაც ჩვენი გუნდი დინამო არენაზე, ბოლნისის სიონის წინააღმდეგ გამართავს- ბაკურ ნინუა განსჯის. ბაკურ ნინუას ასისტენტობას ლ. ვარამიშვილი და ა. კოკაია გაუწევენ. მეოთხე მსაჯის ფუნქციებს კი მ. ბეუქლიშვილი შეასრულებს.

უკანასკნელი შეხვედრა, რომელიც ბაკურ ნინუამ იმსაჯა 7 ივნისს, საქართველოს ჩემპიონატის მეორე ლიგაში გამართული არაგვი 5:3 იბერია გახლდათ, სადაც მატჩის მონაწილე ფეხბურთელებს ორი ყვითელი და ერთი წითელი ბარათი უჩვენა.

ჩვენი გუნდის მონაწილეობით ბაკურ ნინუამ ბოლოს 2014 წლის 12 აპრილს იმსაჯა, სიონის წინააღმდეგ დინამო არენაზე გამართულ შეხვედრაში, რომელიც დინამომ 0:1 დათმო. მატჩის მთავარმა არბიტრმა სამი ყვითელი ბარათი უჩვენა ფეხბურთელებს.

 

 

ბოლნისის სიონის სავარაუდო შემადგენლობა

ჩვენი ვარაუდით, ხვალინდელ მატჩში ბოლნისელთა სასტარტო შემადგენლობა ასეთი იქნება:

ბათიაშვილიკანდელაკი, კვარაცხელია, განუგრავა, სვანიძესამხარაძე, გოგობერიშვილი, აფციაური, იმედაშვილი სირაძე, ადამია

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024