• Geo
  • Eng
23.07.2014
დინამო U-19 რურის თასზე საასპარეზოდ გაემგზავრა

24 დან 27 ივლისის ჩათვლით გერმანიაში, 19 წლამდე ფეხბურთელთა, ტრადიციული, პრესტიჟული საერთაშორისო ტურნირი RUHR CUP 2014  გაიმართება. გათამაშებაში 10 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. დინამო თბილისი კახი გოგიჩაიშვილის თავკაცობით A ჯგუფში დორტმუნდის ბორუსიას, პირეოსის ოლიმპიაკოსს, ლისაბონის ბენფიკას და ვოლფსბურგს დაუპირისპირდება. B ჯგუფში მიუნჰენგლადბახის ბორუსია, გელზენკირხენის შალკე, ვესტ ჰემ იუნაიტედი, გალათასარაი და მაქაბი ნეთანია იასპარეზებენ. ხვალ დინამოელები პირველ შეხვედრაში მასპინძლებს - დორტმუნდის ბორუსიას დაუპირისპირდებიან.

აღსანიშნავია, რომ ასეთი რანგის ტურნირზე პრაქტიკულად არცერთი ქართული კლუბის ახალგაზრდულ გუნდს არ უასპარეზია.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024