• Geo
  • Eng
22.07.2014
დინამო ყაზახეთში მიემგზავრება

ყაზახეთში გამგზავრებამდე დინამოელებმა საღამოს დიღმის საწვრთნელ ბაზაზე ივარჯიშეს. ჩვენი გუნდი დღეს დილით ჩარტერული რეისით გაემგზავრება აქტობეში, სადაც სასტუმრო HOTEL DASTAN- ში დაბინავდება და ადგილობრივი დროით 20.00 საათზე კობლანდი ბატირის სახელობის არენაზე ივარჯიშებს. შეგახსენებთ, რომ ამავე სტადიონზე ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი შეხვედრა 23 ივლისს, თბილისის დროით 19.00 საათზე (ადგილობრივი დროით 20.00 საათზე დაიწყება ). დინამოელები ყაზახეთში შემდეგი შემადგენლობით მიემგზავრებიან:
გიორგი ლორია, ომარ მიგინეიშვილი, ნიკა დაუშვილი, ლაშა თოთაძე, ლაშა შერგელაშვილი, დავით ხურცილავა, გიორგი გველესიანი, გიორგი ჯანელიძე, რადეკ დოსოუდილი, გიორგი მერებაშვილი, მათე ცინცაძე, გიორგი ხიდეშელი, ელგუჯა გრიგალაშვილი, გიორგი პაპავა, ირაკლი ძარია, გიორგი პაპუნაშვილი, ოთარ მარცვალაძე, ჩისკო მუნიოსი, რაფა ჯორდა, რაფა გარსია, პატრიკ ვუო

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024