• Geo
  • Eng
05.07.2014
ჩვენი სპარინგ მეტოქე - გენტი

დინამო თბილისი მორიგ სპარინგ შეხვედრას ბელგიაში, გენტის წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა 16 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.

 

გენტი ერთ-ერთი უძველესი კლუბია ბელგიაში. გუნდი 1864 წელს დაარსდა. გენტის საკლუბო ფერები თეთრი და ლურჯია, საშინაო შეხვედრებს კი ახალაშენებულ გელამკო არენაზე ატარებს, რომელიც 20 000 მაყურებელს იტევს.

გენტის საუკეთესო მიღწევად ბელგიის პირველობაზე ორჯერ დაკავებული მეორე ადგილი ითვლება- 1955 და 2010 წლებში. ჩვენი მომავალი მეტოქე სამჯერ- 1964, 1984 და 2010 წლებში ფლობდა ბელგიის თასს.

გენტმა გასული პირველობა მეშვიდე ადგილზე დაასრულა. გუნდში ასპარეზობენ დანიის, ისრაელის, განის და ბურუნდის ნაკრების ფეხბურთელები. მთავარ მწვრთნელად ბელგიელი სპეციალისტი- ხეინ ვანხაზებრუკი მუშაობს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024