• Geo
  • Eng
03.07.2014
ალექსანდრე კოტრიკაძე - 84

დღეს დინამოს ვეტერანი - ალექსანდრე (ალიოშა) კოტრიკაძე 84 წლის გახდებოდა. დინამოელთა რიგებში 1952 წლიდან 1960 წლამდე იასპარეზა და ჩატარებულ 117 შეხვედრაში, გაიტანა 11 გოლი. არის საკავშირო ჩემპიონატების ვერცხლისა (1953) და ბრინჯაოს (1959) მედლების მფლობელი. ალიოშა კოტრიკაძე 1966 და 1973 წლებში ლურჯ-თეთრი გუნდის მთავარი მწვრთნელი გახლდათ. 1964 წელს მიენიჭა საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის წოდება.

ალექსანდრე კოტრიკაძე 1999 წელს გარდაიცვალა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024