• Geo
  • Eng
29.06.2014
დავით კვირკველია - სპარინგები ძლიერ მეტოქეებთან ძალიან გამოგვადგება

დღეს ჩვენი საიტის რესპოდენტი დინამოს ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი წევრი და ერთ-ერთი ლიდერი დავით კვირკველია იქნება. დათოს მცირე კომენტარი შეკრებაზე, მომავალ მეტოქეზე და მსოფლიოს ჩემპიონატის დღევანდელ თამაშებზე ვთხოვეთ.

დავით კვირკველია- ძალიან კარგი ადგილია მოსამზადებლად. სპარინგებიც ძლიერ მეტოქეებთან გვაქვს დაგეგმილი და ეს თამაშები გამოგვადგება ოფიციალური მატჩებისთვის მოსამზადებლად.

აქტობეს თამაში ტორპედოსთან ვნახე. მას შემდეგ შეიცვალა შემადგენლობა. წელს მათი თამაში ჯერ არ მინახავს. ვფიქრობ შანსები დაახლოებით თანაბარია.

მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოკვეთილი ფავორიტები არ არიან. ყველას ყველასთან აქვს შანსი. დღეს ორივე წყვილი თანაბარია, მაგრამ მაინც ჰოლანდიის გასვლას ვფიქრობ. საბერძნეთი არ არის ხელწამოსაკრავი გუნდი, მაგრამ ფავორიტად კოსტა-რიკა სჩანს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024