• Geo
  • Eng
25.06.2014
ჰოლანდიური შეკრება დაიწყო

დინამოლებმა ჰოლანდიური შეკრება დაიწყეს. გუშინ ადგილობრივი დროით 17 საათსა და 30 წუთზე დინამოელები დანიშნულების ადგილზე, დაბა ჰოენდერლოოში ჩავიდნენ. ჩასვლისთანავე ფეხბურთელებმა მსუბუქად ივარჯიშეს. დღეს ორი ვარჯიში დაიგეგმა. დილით გუნდმა ვარჯიში 10 საათსა და 30 წუთზე დაიწყო და მოედანი 12 საათსა და 15 წუთზე დატოვა. ვარჯიშზე ძირითადი ყურადღება გამძლეობასა და ტექნიკურ-ტაქტიკურ მომზადებას დაეთმო. წვრთნაში მონაწილეობა ყველა ფეხბურთელმა მიიღო. საღამოს ვარჯიში 16 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024