• Geo
  • Eng
22.06.2014
ხვალ დინამოს მეტოქე გაირკვევა

ხვალ 23 ივნისს შვეიცარიის ქალაქ ნიონში, უეფას შტაბ ბინაში 14.00 საათზე გაიმართება მოახლოებული ევროთასების წილისყრა. დინამო თბილისი უეფას ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში II საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთვება. საქართველოს 15 გზის ჩემპიონი პირველ შეხვედრას 15/16 ივლისს გამართავს, ხოლო საპასუხო მატჩს 22/23 ივლისს ჩაატარებს.

გაგაცნობთ სავარაუდო მეტოქეთა სიას: სტიაუა ბუქარესტი, სელტიკი გლაზგო, ბატე ბორისოვო, სპარტა პრაღა, დინამო ზაგრები, ლუდოგორეცი რაზგრადი, მაქაბი თელ ავივი, შერიფი ტირასპოლი, მარიბორი, ლეგია ვარშავა, დებრეცენი, პარტიზანი ბელგრადი, სლოვანი ბრატისლავა, აქტობე, ვენტსპილსი, ყარაბაღი აგდამი, ჰიკი ჰელსინკი.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024