• Geo
  • Eng
15.06.2014
საწვრთნელი მატჩი თურქულ შეკრებაზე

თურქეთში სამთო კურორტ კარტეპეში, მოსამზადებელ შეკრებაზე მყოფმა დინამოელებმა, დილით ჩატარებული ინტენსიური ვარჯიშის შემდე, ადგილობრივი დროით 16.00 საათზე პირველი საწვრთნელი თამაში გამართეს. ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა- მიხალ ბილეკმა წინასწარ დაგეგმილი ერთი მატჩის გარდა, დამატებითი საწვრთნელი შეხვედრის ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო. ჩვენი გუნდის მეტოქე თურქმენული კლუბი- შაგადამი გახლდათ, რომელიც საკუთარ ჩემპიონატში, სადაც მცირე პაუზაა, მე-4 პოზიციაზე იმყოფება.  მატჩი ჩვენი გუნდის გამარჯვებით 1:0 დასრულდა. ეს გოლი შეხვედრის მე-2 წუთზე დინამოს ახალწვეულმა- გიორგი ჩირგაძემ თორნიკე გორგიაშვილის გადაცემით გაიტანა. ჩვენი გუნდის შემადგენლობა ასეთი გახლდათ:

პირველი ტაიმი- დაუშვილი, ხურცილავა, შერშუნი, ხიდეშელი, კვირკველია, გრიგალშვილი, ცინცაძე, ჯანელიძე, გორგიაშვილი, მერებაშვილი, ჩირგაძე

მეორე ტაიმი- მიგინეიშვილი, კაკაბაძე, გველესიანი, თოთაძე, შერგელაშვილი, ჯიღაური, პარუნაშვილი, ლობჟანიძე, მესხი, პაპუნაშვილი, ზივზივაძე

დღეს შეუერთდნენ გუნდს- გიორგი ლორია, ირაკლი ძარია, გიორგი პაპავა და ოთარ მარცვალაძე, რომლებმაც, ჩისკოსთან ერთად ინდივიდუალურად ივარჯიშეს.

შეკრებაზე მეორე საწვრთნელი მატჩის გამართვა, სამშობლოში დაბრუნების წინა დღით, 19 ივნისს იგეგმება.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024