• Geo
  • Eng
06.06.2014
დინამო ორ უცხოურ შეკრებას გაივლის

დიღმის საწვრთნელ ბაზაზე  ახალი სეზონისთვის მზადებას დინამოელები 1 ივნისიდან შეუდგნენ.

გუნდი 10 ივნისს თურქეთში მთის კურორტ- კარტეპეში გაემგზავრება, სადაც 21 ივნისამდე დაჰყოფს. თურქულ შეკრებაზე ძირითადი აქცენტი ფიზიკურ მომზადებაზე გაკეთდება. იგეგმება 1 საკონტროლო მატჩიც.

საქართველოს ნაკრებიდან დაბრუნებული დინამოელები გუნდს თურქეთში 15 ივნისიდან შეუერთდებიან.

24 ივნისიდან 8 ივლისამდე გუნდი ჰოლანდიაში მოემზადება. დინამოელები შეკრებას ამსტერდამიდან დაახლოვებით 100 კილომეტრით დაშორებულ დაბა- ჰუნდერლოოში გაივლიან, სადაც მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადების ერთ-ერთ ეტაპზე ჰოლანდიის ნაკრებიც ვარჯიშობდა. ჰოლანდიურ შეკრებაზე 4 ამხანაგური მატჩი იგეგმება.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024