• Geo
  • Eng
06.06.2014
მათეუსი დინამოში

დღეს დილით დინამო თბილისის დიღმის საწვრთნელ ბაზას და ვიტალი დარასელიას სახელობის საფეხბურთო აკადემიას, კომპანია ზედაზენის მოწვევით თბილისში მყოფი ლეგენდარული გერმანელი ფეხბურთელი- ლოთარ მათეუსი ეწვია. მათეუსს კლუბის დირექტორმა- ლევან ზუხბაიამ და სპორტულმა მენეჯერმა- ირაკლი ვაშაკიძემ დინამოს 10 ნომრიანი მაისური გადასცეს. ლოთარ მათეუსი სასიამოვნოდ გაკვირვებული დარჩა ნანახით და დინამო თბილისის საფეხბურთო ინფრასტრუქტურას საუკეთესო შეფასება მისცა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024