• Geo
  • Eng
20.05.2014
დინამომ ფინალის წინ ივარჯიშა

დღეს ანდრო ჟორდანიას სახელობის დინამოს საწვრთნელ ბაზაზე თბილისელებმა ფინალამდე ბოლოჯერ ივარჯიშეს. შეგახსენებთ, რომ ხვალ საქართველოს თასის ფინალში მალხაზ ჟვანიას გუნდი საჩხერის ჩიხურას დაუპირისპირდება. მატჩი 19:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხი აწარმოებს. დინამო TV გთავაზობთ დღეს გამართული ვარჯიშის ვიდეო კოლაჟს.

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024