• Geo
  • Eng
20.05.2014
21 მაისი დინამოს ისტორიაში

ოთხშაბათს 21 მაისს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დინამო თბილისი საქართველოს თასის ფინალში საჩხერის ჩიხურას დაუპირისპირდება.

21 მაისს თბილისელებს თავის ისტორიაში 5 ოფიციალური მატჩი აქვთ გამართული. 2მოგება, 2 ფრე და 1 მარცხი. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსი კი 10/6 დინამოს სასარგებლოდ.

1947 წელს დინამო მოსკოვში დამარცხდა ტორპედოსთან 0:3. მომდევნო წელს ანთაძის გოლით მოსკოვის ცსკა- ს ვაჯობეთ. 1951 წელს ფრე 0:0 მოსკოვის ვმს- თან. 1954 წელს ისევ ფრე. ამჯერად 1:1 კიევის დინამოსთან. გოლი კოტრიკაძემ გაიტანა.

1996 წელს თბილისელებმა ყვარელში დურუჯი დაამარცხეს 8:2. ჰეთ-თრიქი იაშვილმა შეასრულა, დუბლი დემეტრაძემ და ხომერიკმა. ერთი გოლიც ანჩაბაძის ანგარიშზეა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024