• Geo
  • Eng
19.05.2014
დინამო VS ჩიხურა - ურთიერთშეხვედრები

21 მაისს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის ფინალი გაიმართება. მატჩი 19:00 საათზე დაიწყება და დაპირისპირების პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი წარმოგიდგენთ. პირდაპირ ეთერსა და ტექსტურ ლაივს დინამოს ვებ გვერდი შემოგთავაზებთ.

 

დინამო და ჩიხურა ეროვნულ ასპარეზზე დღემდე ერთმანეთს 10 შეხვედრაში დაუპირისპირდნენ. დინამოს ანგარიშზე უდიდესი უპირატესობაა– 7 მოგება და 3 ფრე. ბურთების ბალანსი 32/8 თბილისელთა სასარგებლოდ. 2006 წლის 18 ნოემბერს დინამომ ანგარიშით 3:1 აჯობა მეტოქეს. გოლები  ხუციშვილმა, იაშვილმა და თავბერიძემ (საკუთარ კარში) გაიტანეს. მეორე მატჩი 2007 წლის 16 მაისს გაიმართა და ჩვენმა გუნდმა მშრალი ანგარიშით - 5:0 იმარჯვა. გატანილი გოლებით ფეიქრიშვილი, იაშვილი, მერებაშვილი, ხუციშვილი და გურამ კაშია გამოირჩნენ. მესამე შეხვედრა ამ გუნდებს შორის 2012 წლის 26 სექტემბერს საჩხერეში შედგა და უგოლოდ დასრულდა. მეოთხედ დინამო თბილისი საჩხერლებს 2 დეკემბერს დინამო არენაზე დაუპირისპირდა და დიდი ანგარიშით 5:2 იმარჯვა. ჩისკომ აღნიშნულ შეხვედრაში ჰეთ–თრიქი შეასრულა. თითო გოლი კი ალვაროს და ჯაბა დვალის ანგარიშზეა. 2013 წლის 6 აპრილს ჩატარებულ მატჩში დინამომ სამი უპასუხო ბურთით იმარჯვა. ჩისკოს დუბლს ერთი გოლი ხმალაძემ მიამატა. მეექვსე შეხვედრა ამ გუნდებს შორის საჩხერეში 12 მაისს გაიმართა და ჩვენი გუნდის გამარჯვებით 4:2 დასრულდა. გოლები გრაიციარის, ჩისკოს, მერებაშვილის და კოტოს ანგარიშზეა. 2013 წლის 20 ოქტომბერს დინამომ ანგარიშით 6:1 დაამარცხა მეტოქე. ჩისკომ ჰეთ-თრიქი შეასრულა. ჯაბა დვალმა დუბლი. ერთი გოლიც ირაკლი ძარიას ანგარიშზეა.  2 მარტს ზესტაფონში გაიმართა ამ გუნდების დაპირისპირება. თბილისელებმა 5:1 აჯობეს ჩიხურას. ჩისკომ ისევ ჰეთ–თრიქი გაიფორმა. თითო გოლი გიორგი მერებაშვილმა და გიორგი პაპუნაშვილმა გაიტანეს. 4 აპრილს ივანწმინდაში თამაში ფრედ 1:1 დასრულდა. გოლი ოთარ მარცვალაძის ანგარიშზეა. ბოლოშეხვედრა დინამოზე 7 მაისს გაიმარტა და უგოლოდ დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ ეს გუნდები შარშანაც დაუპირისპირდნენ ერთმანეთს თასის გადამწყვეტ შეხვედრაში. დინამომ 3:1 აჯობა მეტოქეს. მერებაშვილმა, ხმალაძემ და ძარიამ გაიტანეს გოლები.

შემდეგ დინამო და ჩიხურა სუპერთასის ფინალში შეხვდნენ ერთმანეთს. ჩიხურამ მინიმალური ანგარიშით 1:0 აჯობა ჩემპიონსა და თასის მფლობელს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024