• Geo
  • Eng
16.05.2014
დინამო vs მეტალურგი - მატჩამდე

საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის ბოლო, XXXII ტურის შეხვედრას დინამო თბილისი სახლში, რუსთავის მეტალურგის წინააღმდეგ გამართავს. დაპირისპირება დინამო არენაზე 20:00 საათზე დაიწყება. ჩვენი კლუბის ოფიციალური ვებ–გვერდი ტრადიციულად მატჩის როგორც ტექსტურ, ასევე ვიდეო რეპორტაჟს შემოგთავაზებთ.

 

 

ჩვენი მეტოქე

 

რუსთავის საფეხბურთო კლუბი მეტალურგი 1948 წელს დაარსდა.  გუნდმა დაარსებიდან დღემდე რამდენჯერმე შეიცვალა სახელწოდება. რუსთავულმა კლუბი 2011 წელდა ასპარეზობას პირვანდელი სახელწოდებით აგრძელებს. რუსთავის მეტალურგი საშინაო შეხვედრებს ქალაქის ცენტრალურ არენაზე – ფოლადზე მართავს, რომელიც 6 200 მაყურებელს იტევს. მეტალურგის საკლუბო სიმბოლიკა ძირითადად წითელ და თეთრ ფერებში არის გადაწყვეტილი. ჩვენმა მომავალმა  მეტოქემ საქართველოს ჩემპიონის ტიტული ორჯერ – 2006/2007 და 2009/2010 წლებში მოიპოვა. 2007 წელს გუნდმა საქართველოს სუპერთასისთვის ბრძოლაში იმარჯვა.

 

 

მწვრთნელი და მეტალურგი

 

გუნდის თავკაცად პირველი ეტაპის შემდეგ ვარლამ კილასონია მუშაობს. მეორე ეტაპის განახლებიდან მისმა გუნდმა ჩემპიონატში 13 შეხვედრა გამართა. აქედან მეტალურგმა ექვს შემთხვევაში იმარჯვა, ერთი ფრე და ექვსი მარცხი. საქართველოს თასის გათამაშებაზე კი მეტალურგმა მეოთხედფინალური მატჩები დინამო თბილისთან დათმო. თბილისელებმა ანგარიშით 2:0 და 4:1 აჯობეს რუსთაველებს.

 

 

დინამომდე

 

ზამთრის პაუზის შემდეგ რუსთაველებმა საქართველოს თასზე მეოთხედფინალური პაექრობის პირველი შეხვედრა სახლში დათმეს ჩვენს გუნდთან ანგარიშით 0:2. შემდეგ ეროვნულ ჩემპიონატში 2:0 აჯობეს ვიტ ჯორჯიას, ფრე ითამაშეს 0:0 მერანთან და სახლში დამარცხდნენ სიონთან 0:2. გამარჯვება დინამოსთან 1:0, შემდეგ მარცხი იმავე დინამოსთან თასზე 1:4. მარცხი ზესტაფონში 0:2 და გამარჯვება ჩიხურასთან იმავე ანგარიშით. მეტალურგმა სიონთან წააგო 0:2. შემდეგ შეხვედრაში გურიას აჯობეს 3:1. სამი მარცხი ზედიზედ დინამოსთან 0:2, ზესტაფონთან 0:1 და ჩიხურასთან 1:4. ბოლო ორი თამაში მეტალურგმა მოიგო სიონთან 2:0 და გურიასთან 1:0.

 

 

დინამო VS მეტალურგიურთიერთშეხვედრები

 

ეროვნულ ჩემპიონატში დინამოელები რუსთავულ გუნდს 49–ჯერ დაუპირისპირდნენ. ურთიერთშეხვედრების ისტორიას თუ გადავხედავთ, დედაქალაქელთა უპირატესობა საგრძნობია – 30 მოგება, 10 ფრე და 9 მარცხი, ბურთების შეფარდება 96/38 ჩვენი გუნდის სასარგებლოდ. 1993 წლის 3 ივნისს დინამოელებმა თბილისში, რუსთავის გორდას გამანადგურებელი ანგარიშით 12:4 სძლიეს. დაპირისპირების სერიის ყველაზე პოპულარული ანგარიში კი 2:0 არის, მატჩის ბოლოს მსგავსი რეზულტატი 8–ჯერ დაფიქსირდა და რვაჯერვე დინამოს სასარგებლოდ.

ბოლოჯერ კი ეს გუნდები 19 აპრილს შეხვდნენ ერთმანეთს. რუსთავში გამართული მატჩი დინამოელთა გამარჯვებით 2:0 დასრულდა. გოლები ჩისკომ და პაპუნაშვილმა გაიტანეს.

 

 

დისკვალიფიცირებული ფეხბურთელები

 

დისკვალიფიკაციის გამო ხვალინდელ შეხვედრას ფეხბურთელები არ გამოტოვებენ.

 

 

დინამო VS მეტალურგი -  მსაჯი

 

საქართველოს ჩემპიონატის 32– ე ტურის შეხვედრას, რომელსაც ჩვენი გუნდი 17 მაისს თბილისში, დინამო არენაზე რუსთავის მეტალურგის წინააღმდეგ გამართავს– არსენ ნონიკაშვილი იმსაჯებს. მას ასისტენტობას ზ. მენთეშაშვილი და ი. უკლება გაუწევენ. სათადარიგო მსაჯის ფუნქციებს კი დ. ხარიტონაშვილი შეასრულებს.

ჩვენი გუნდის მონაწილეობით არსენ ნონიკაშვილმა ბოლოს 2012 წლის 31 ოქტომბერს იმსაჯა. დინამო თბილისმა რუსთავის მეტალურგი 3:0 დაამარცხა. აღნიშნულ მატჩში არსენ ნონიკაშვილმა ექვსჯერ გააფრთხილა ფეხბურთელები.

უკანასკნელი შეხვედრა, რომელიც არსენ ნონიკაშვილმა იმსაჯა 5 მაისს პირველ ლიგაში გამართული დილა-2 0:0 სულორი არის. აღნიშნულ მატჩში ნონიკაშვილმა ფეხბურთელები ხუთჯერ გააფრთხილა.

 

მეტალურგის სავარაუდო შემადგენლობა

 

ჩვენი ვარაუდით, ხვალინდელ მატჩში რუსთაველთა სასტარტო შემადგენლობა ასეთი იქნება:

სეფიაშვილი - მახვილაძე, სეთურიძე, კილასონია, საჯაია - გიგაური, დობროვოლსკი, ქავთარაძე, მიქაბერიძე - ჩიმაკაძე, ჩირგაძე

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024