• Geo
  • Eng
16.05.2014
დინამო – მეტალურგს არსენ ნონიკაშვილი იმსაჯებს

საქართველოს ჩემპიონატის 32– ე ტურის შეხვედრას, რომელსაც ჩვენი გუნდი 17 მაისს თბილისში, დინამო არენაზე რუსთავის მეტალურგის წინააღმდეგ გამართავს– არსენ ნონიკაშვილი იმსაჯებს. მას ასისტენტობას . მენთეშაშვილი და . უკლება გაუწევენ. სათადარიგო მსაჯის ფუნქციებს კი . ხარიტონაშვილი შეასრულებს.

 

ჩვენი გუნდის მონაწილეობით არსენ ნონიკაშვილმა ბოლოს 2012 წლის 31 ოქტომბერს იმსაჯა. დინამო თბილისმა რუსთავის მეტალურგი 3:0 დაამარცხა. აღნიშნულ მატჩში არსენ ნონიკაშვილმა ექვსჯერ გააფრთხილა ფეხბურთელები.

 

უკანასკნელი შეხვედრა, რომელიც არსენ ნონიკაშვილმა იმსაჯა 5 მაისს პირველ ლიგაში გამართული დილა-2 0:0 სულორი არის. აღნიშნულ მატჩში ნონიკაშვილმა ფეხბურთელები ხუთჯერ გააფრთხილა.

 

ჩვენს მიერ მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით, მეტი თვალსაჩინოებისათვის, არსენ ნონიკაშვილის მიერ განსჯილი შეხვედრების სტატისტიკურ მონაცემებს გთავაზობთ:

 

არსენ ნონიკაშვილი (26.05.1975)

 

===========================================

უმაღლესი ლიგა - 48 თამაში / 174 ყვითელი / 12 წითელი / 13 პენალტი

 

პირველი ლიგა  20 თამაში / 79 ყვითელი / 3 წითელი / 10 პენალტი

 

მეორე ლიგა  2 თამაში / 5 ყვითელი / 0 წითელი / 3 პენალტი

 

საქართველოს თასი  6 თამაში / 30 ყვითელი / 2 წითელი / 1 პენალტი

 

ვირსლიგა  1 თამაში / 6 ყვითელი / 1 წითელი / 0 პენალტი

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024