• Geo
  • Eng
15.05.2014
17 მაისი დინამოს ისტორიაში

17 მაისს საქართველოს 25- ე ჩემპიონატის ბოლო ტურში დინამო თბილისი, როგორც ამ პირველობის ჩემპიონი რუსთავის მეტალურგს უმასპინძლებს. შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება.

17 მაისს დინამოს თავის ისტორიაში 9 მატჩი აქვს გამართული. 5 მოგება, ერთი ფრე და 3 მარცხი. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსი 16/8 თბილისელთა სასარგებლოდ.

1946 წელს დინამომ მოსკოვის კრილია სოვეტოვი 2:1 დაამარცხა. გოლები ანთაძემ და პანიუკოვმა გაიტანეს. ათი წლის შემდეგ თბილისელებმა სტალინოს შახტიორს აჯობა. ზაზროევმა და ხასაიამ გამოიჩინეს თავი. 1964 წელს დონეცკის შახტიორთან დამარცხდა ჩვენი გუნდი 1:2. გოლი აფშიევმა გაიტანა.

1992 წელს დინამომ ოზურგეთის მერცხალს მოუგო 2:0. ინალიშვილმა და რეზო არველაძემ გაიტანეს გოლები. 1996 წელს თბილისელებს ლანჩხუთის გურიასთან ტექნიკური მოგება 3:0 ჩაეთვალათ. 2000 წელს სამტრედიის იბერიასთან მატჩი უგოლოდ დასრულდა. 2003 წელს თბილისელებმა 5:1 იმარჯვეს ფოთის კოლხეთთან. ახალაიამ დუბლი შეასრულა. თითო გოლი კი ალექსიძის, კვირკველიას და სამხარაძის ანგარიშზეა. მომდევნო წელს ვიტ ჯორჯიამ დაამარცხა დინამო ანგარიშით 3:1. გოლი ახალაიას გაიტანა. 2009 წელს ზუგდიდის მგლებთან დამარცხდა დინამო მინიმალური ანგარიშით 0:1.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024