• Geo
  • Eng
10.05.2014
სიონი VS დინამო – მატჩამდე

დინამო თბილისი საქართველოს XXV  ეროვნული ჩემპიონატის XXXI ტურის შეხვედრას თბილისში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, ბოლნისის სიონის წინააღმდეგ გამართავს. 11 მაისს შეხვედრა 17:00 საათზე დაიწყება და დაპირისპირების პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხით იქნება შესაძლებელი. ჩვენი კლუბის ოფიციალური ვებ–გვერდის მეშვეობით ტრადიციულად ვიდეო და ტექსტური რეპორტაჟის ნახვა შეგეძლებათ.

 

 

ჩვენი მეტოქე

ბოლნისის საფეხბურთო კლუბი სიონი საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში 1995 წლიდან ასპარეზობს. გუნდი საშინაო შეხვედრებს ბოლნისში, თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონზე მართავს, რომელიც 3300 მაყურებელს იტევს. ბოლნისის სიონის საკლუბო ფერები ძირითადად თეთრ და ყვითელ ფერებში არის გადაწყვეტილი. ბოლნისურმა კლუბმა ისტორიაში ყველაზე დიდ წარმატებას 2005–2006 წლების სეზონში მიაღწია – გუნდმა საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა და ჩემპიონთა ლიგის გათამაშების საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზა.  

 

 

მწვრთნელი და სიონი

ბოლნისის სიონის მთავარი მწვრთნელი 2013 წლის ოქტომბრის ბოლოდან ვლადიერ ბურდულია. მისი თავკაცობით გუნდმა მიმდინარე სეზონში უმაღლეს ლიგაში ჩატარებული ოცდაერთი თამაშიდან თოთხმეტი შეხვედრა მოგებით, სამი მატჩი საყაიმო ანგარიშით და ოთხი მატჩი მარცხით დაასრულა. სიონი სატურნირო ცხრილში 54 ქულით მესამე საფეხურზე იმყოფება.

 

 

დინამომდე...

ბოლნისის სიონმა ზამთრის შესვენება ნაყოფიერად გამოიყენა და თურქულ შეკრებამდე ჯერ სპარტაკთან და ვიტ ჯორჯიასთან (1:5, 1:1) ჩაატარა სპარინგ მატჩები. თურქეთში კი, ირტიშთან დამარცხდა 1:4, წააგო ბატესტან 1:2, მარცხი მტკ– სთან 0:2, დიორს მოუგეს 1:0 და ფრე სევასტოპოლთან ანგარიშით 2:2. თასზე სიონმა ჩიხურასთან ფრედ ითამაშა 1:1. აჯობა დინამოს 2:1. იმავე ანგარიშით დამარცხდა ტორპედოსთან. გამარჯვება მეტალურგთან 2:0. მარცხი ზესტაფონთან 0:1 და თასზე ჩიხურასთან 1:2. სამი გამარჯვება მიყოლებით. ჩიხურასთან 2:1, მეტალურგთან 2:0 და გურიასთან 2:1. ზედიზედ 4 მოგება – დინამოსთან 1:0, ზესტაფონთან 2:1, ჩიხურასთან 3:2, გურიასთან 2:0 და მარცხი ბოლო ტურში რუსთავის მეტალურგთან 0:2.

 

 

დინამო VS სიონი

დღემდე ამ გუნდებს შორის ეროვნულ ასპარეზზე 52 შეხვედრა გაიმართა. ურთიერთშეხვედრებში დინამოელთა უპირატესობა აშკარაა – 42 მოგება, 4 ფრე და 6 მარცხი. გატანილი და გაშვებული ბურთების შეფარდება დედაქალაქელთა სასარგებლოდ 128/26 არის.

დედაქალაქელმა ფეხბურთელებმა 42 გამარჯვებიდან მეტოქე 15 შეხვედრაში დიდი ანგარიშით დაამარცხეს. აქედან აღსანიშნავია 1996 წელს გამართული მატჩი, რომელშიც ჩვენმა გუნდმა ბოლნისის სიონს 8:0 მოუგო. ჩვენმა ფეხბურთელებმა სიონის კარში ამდენივე გოლი გაიტანეს 1998 წელსაც, თუმცა საპასუხოდ ერთი გოლი მიიღეს და დაპირისპირება დინამოს გამარჯვებით – 8:1 დასრულდა. ყველაზე დიდი სხვაობით დინამომ ბოლნისის სიონი 2000 წელს დაამარცხა, ჩვენმა გუნდმა მეტოქეს 9:0 სძლია.

დინამო თბილისისა და ბოლნისის სიონის უკანასკნელი დაპირისპირება ამა წლის 12 აპრილს შედგა. დინამო არენაზე გამართული გამართული დინამო – სიონი ჩვენი სტუმრების გამარჯვებით ანგარიშით 0:1 დასრულდა.

 

 

დისკვალიფიცირებული ფეხბურთელები

დისკვალიფიკაციის გამო ხვალინდელ მატჩს დინამო თბილისის მცველი – გიორგი ხიდეშელი დააკლდება.

 

 

დინამო VS სიონი მსაჯი

საქართველოს ჩემპიონატის 31– ე ტურის შეხვედრას, რომელსაც ჩვენი გუნდი 11 მაისს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ბოლნისის სიონის წინააღმდეგ გამართავს– გიორგი ვადაჭკორია განსჯის. მას ასისტენტობას ბ. ჭიჭინაძე და ა. კოკაია გაუწევენ. დამატებითი ასისტენტები იქნებიან ხ. გაგნიძე და გ. კიკაჩეიშვილი. სათადარიგო მსაჯის ფუნქციებს კი ლ. კვარაცხელია შეასრულებს.

ჩვენი გუნდის მონაწილეობით გიორგი ვადაჭკორიამ ბოლოს 23 აპრილს თასის ნახევარფინალის საპასუხო შეხვედრაში იმსაჯა. დინამო თბილისმა გორის დილა 4:2 დაამარცხა. აღნიშნულ მატჩში გიორგი ვადაჭკორიამ ხუთჯერ გააფრთხილა ფეხბურთელები.

უკანასკნელი შეხვედრა, რომელიც გიორგი ვადაჭკორიამ იმსაჯა 6 მაისს უმაღლეს ლიგაში გამართული ზუგდიდი 1:0 სპარტაკი არის. აღნიშნულ მატჩში გიორგი ვადაჭკორიას ფეხბურთელები შვიდჯერ გააფრთხილა.

 

 

ბოლნისის სიონის სავარაუდო შემადგენლობა

ჩვენი ვარაუდით, ხვალინდელ მატჩში ბოლნისელთა სასტარტო შემადგენლობა ასეთი იქნება:

მერლანიკანდელაკი, იმედაშვილი, აბრამიძე, ქემოკლიძესამხარაძე, გოგობერიშვილი, აფციაური, კახელიშვილი ადამია, მიკუჩაძე

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024