• Geo
  • Eng
10.05.2014
სიონი – დინამოს გიორგი ვადაჭკორია იმსაჯებს

საქართველოს ჩემპიონატის 31– ე ტურის შეხვედრას, რომელსაც ჩვენი გუნდი 11 მაისს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ბოლნისის სიონის წინააღმდეგ გამართავს– გიორგი ვადაჭკორია განსჯის. მას ასისტენტობას . ჭიჭინაძე და კოკაია გაუწევენ. დამატებითი ასისტენტები იქნებიან გაგნიძე და კიკაჩეიშვილი. სათადარიგო მსაჯის ფუნქციებს კი კვარაცხელია შეასრულებს.

 

ჩვენი გუნდის მონაწილეობით გიორგი ვადაჭკორიამ ბოლოს 23 აპრილს თასის ნახევარფინალის საპასუხო შეხვედრაში იმსაჯა. დინამო თბილისმა გორის დილა 4:2 დაამარცხა. აღნიშნულ მატჩში გიორგი ვადაჭკორიამ ხუთჯერ გააფრთხილა ფეხბურთელები.

 

უკანასკნელი შეხვედრა, რომელიც გიორგი ვადაჭკორიამ იმსაჯა 6 მაისს უმაღლეს ლიგაში გამართული ზუგდიდი 1:0 სპარტაკი არის. აღნიშნულ მატჩში გიორგი ვადაჭკორიას ფეხბურთელები შვიდჯერ გააფრთხილა.

 

ჩვენს მიერ მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით, მეტი თვალსაჩინოებისათვის, გიორგი ვადაჭკორიას მიერ განსჯილი შეხვედრების სტატისტიკურ მონაცემებს გთავაზობთ:

 

გიორგი ვადაჭკორია (8.06.1977)

 

===========================================

უმაღლესი ლიგა - 114 თამაში / 477 ყვითელი / 23 წითელი / 30 პენალტი

 

პირველი ლიგა – 8 თამაში / 27 ყვითელი / 1 წითელი / 3 პენალტი

 

მეორე ლიგა – 12 თამაში / 28 ყვითელი / 1 წითელი / 3 პენალტი

 

საქართველოს თასი – 9 თამაში / 34 ყვითელი / 1 წითელი / 1 პენალტი

 

საქართველოს სუპერ თასი – 2 თამაში / 10 ყვითელი / 1 წითელი / 1 პენალტი

 

უეფა.ევროპა ლიგა.საკვალიფიკაციო ეტაპი – 3 თამაში / 8 ყვითელი / 0 წითელი / 1 პენალტი

 

უეფა.ევროპის ჩემპიონატი U21. საკვალიფიკაციო ეტაპი – 4 თამაში / 13 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

 

უეფა.ევროპის ჩემპიონატი U17. საკვალიფიკაციო ეტაპი – 4 თამაში / 18 ყვითელი / 1 წითელი / 1 პენალტი

 

საერთაშორისო ამხანაგური მატჩები – 1 თამაში / 3 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024