• Geo
  • Eng
09.05.2014
დუბლები დამარცხდნენ თუმცა პირველ ადგილს ინარჩუნებენ

ზესტაფონში დუბლების ჩემპიონატის 31– ე ტურის შეხვედრა გაიმართა. ადგილობრივი გუნდის სარეზერვო შემადგენლობა დინამოს დუბლებს დაუპირისპირდა. მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით 3:2 დასრულდა.

შეხვედრა გარდამავალი უპირატესობიტ წარიმართა, თუმცა ზესტაფონელი ფეხბურთელები ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდნენ, რაც სამ გატანილ გოლში ასახეს. დინამოელთაგან გოლები შერგელაშვილმა და ლობჟანიძემ გაიტანეს, მაგრამ ანგარიშის გათანაბრება ვეღარ მოხერხეს დედაქალაქელებმა. კახი გოგიჩაიშვილის გუნდი 70 ქულით კვლავ პირველ ადგილზე იმყოფება და 5 ქულით უსწრებს უახლოეს კონკურენტს– რუსთავის მეტალურგს.

დინამო (დუბლები): კულუა, კაკაბაძე, ჯაფიაშვილი, თევზაძე, შერგელაშვილი, ვეკუა, ნ. დიასამიძე, ლობჟანიძე, მახარობლიძე, მათიაშვილი, ა. მესხი

შეცვლაზე შევიდნენ: ქიქავა, წილოსანი, ც. მესხი, მაჭავარიანი

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024