• Geo
  • Eng
08.05.2014
დინამო VS სიონი – ურთიერთშეხვედრები

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის XXXI ტურის შეხვედრაში დინამო თბილისი ბოლნისის სიონს დაუპირისპირდება. 11 მაისს მატჩი თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 17:00 საათზე გაიმართება.

დღემდე ამ გუნდებს შორის ეროვნულ ასპარეზზე 52 შეხვედრა გაიმართა. ურთიერთშეხვედრებში დინამოელთა უპირატესობა აშკარაა – 42 მოგება, 4 ფრე და 6 მარცხი. გატანილი და გაშვებული ბურთების შეფარდება დედაქალაქელთა სასარგებლოდ 128/26 არის.

დედაქალაქელმა ფეხბურთელებმა 42 გამარჯვებიდან მეტოქე 15 შეხვედრაში დიდი ანგარიშით დაამარცხეს. აქედან აღსანიშნავია 1996 წელს გამართული მატჩი, რომელშიც ჩვენმა გუნდმა ბოლნისის სიონს 8:0 მოუგო. ჩვენმა ფეხბურთელებმა სიონის კარში ამდენივე გოლი გაიტანეს 1998 წელსაც, თუმცა საპასუხოდ ერთი გოლი მიიღეს და დაპირისპირება დინამოს გამარჯვებით – 8:1 დასრულდა. ყველაზე დიდი სხვაობით დინამომ ბოლნისის სიონი 2000 წელს დაამარცხა, ჩვენმა გუნდმა მეტოქეს 9:0 სძლია.

დინამო თბილისისა და ბოლნისის სიონის უკანასკნელი დაპირისპირება ამა წლის 12 აპრილს შედგა. დინამო არენაზე გამართული გამართული დინამო – სიონი ჩვენი სტუმრების გამარჯვებით ანგარიშით 0:1 დასრულდა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024