• Geo
  • Eng
05.05.2014
7 მაისი დინამოს ისტორიაში

7 მაისს დინამო არენაზე მოქმედი ჩემპიონები საჩხერეს ჩიხურას უმასპინძლებენ. 30- ე ტურის შეხვედრა 19:00 საათზე დაიწყება.

7 მაისს დინამოს თავის ისტორიაში 11 ოფიციალური შეხვედრა აქვს ჩატარებული. 6 მოგება, 2 ფრე და 3 მარცხი. ბურთების ბალანსი 16/8 თბილისელთა სასარგებლოდ.

1995 წელს დინამომ რუსთავის მეტალურგს 3:0 აჯობა. გოლები ჯამარაულმა, ცქიტიშვილმა და დემეტრაძემ გაიტანეს. 1998 წელს ჩატარებული მატჩი თბილისის ლოკომოტივის წინააღმდეგ უგოლოდ დასრულდა.

1950 წელს დინამომ ხარკოვის ლოკომოტივს 3:0 მოუგო. ღოღობერიძის დუბლს ერთი გოლი ჯოჯუამ მიამატა. 1954 წელს თბილისელებმა ღოღობერიძის და ანთაძის გოლებით 2:1 ლენინგრადის ტრუდოვიე რეზერვი დაამარცხა. სამი წლის შემდეგ კიშინიოვის ბურევესტნიკთან ფრე 1:1. ჭკუასელია გოლის ავტორი. 1960 წელს მოსკოვის ტორპედომ აჯობა ჩვენს გუნდს 3:2. ორივე გოლი ღოღობერიძემ გაიტანა. შემდეგ წელს ხარკოვის ავანგარდმა იმარჯვა 1:0. 1962 წელს იგივე ანგარიშით დინამომ კუიბიშევის კრილია სოვეტოვი დაამარცხა. იამანიძე გამარჯვების გოლის ავტორი. 1963 წელს მოსკოვის სპარტაკთან დამარცხდა დინამო 1:2. გოლი ამჯერადაც იამანიძის ანგარიშზეა. 1972 წელს მანუჩარ მაჩაიძის და ყიფიანის გოლებით დინამომ 2:0 აჯობა ალმა ატის კაირატს. 1984 წელს თბილისელებმა ხარკოვის მეტალისტი დაამარცხეს 1:0. შენგელია გახდა გოლის ავტორი.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024