• Geo
  • Eng
05.05.2014
დუბლების მორიგი წარმატება

დუბლების ჩემპიონატის 30- ე ტურში დინამოელებმა გორის დილას უმასპინძლეს. მატჩი კახი გოგიჩაიშვილის გუნდის უპირატესობით წარიმართა და დინამოელთა გამარჯვებით 6:2 დასრულდა. მატჩის მე- 6 წუთზე ანგარიში მახარობლიძემ გახსნა. სამიოდე წუთში მათიაშვილმა მეორედ აიღო სტუმართა კარი. ვეკუამ მე- 13 წუთზე 3:0 გახადა ანგარიში. 4:0 შერგელაშვილმა 24- ე წუთზე დალაშქრა გორელთა კარი. ორ წუთში არჩილ მესხმა მეხუთე ბურთი გაიტანა მეტოქის კარში. სტუმრება შეძლეს 2 გოლის გატანა და ანგარიშის შემცირება, თუმცა 75- ე წუთზე ცოტნე მესხმა მეექვსედ აიღო გორელთა კარი და შეხვედრაც ანგარიშით 6:2 დასრულდა.

დინამო დუბლები 6:2 დილა დუბლები

დინამო: კულუა, კაკაბაძე, თევზაძე (მარაქველიძე 46), ნემსაძე, შერგელაშვილი, ვეკუა, ლაშხია (ც. მესხი 66), მათიაშვილი (ქიქავა 57), ჯანელიძე (წილოსანი 46), ა. მესხი, მახარობლიძე (კვერნაძე 46)

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024