• Geo
  • Eng
06.10.2011
ნიკა კვეკვესკირი - გვინდა ყველას დავუმტკიცოთ, რომ თანამედროვე ფეხბურთში ქართველებსაც გვეთქმის სიტყვა

შვეიცარიასთან მატჩის წინ მცირე კომენტარი ჩვენი გუნდის ნახევარმცველს, ნიკა კვეკვესკირს ვთხოვეთ.

ნიკა კვეკვესკირი - შვეიცარიის ნაკრები ევროპის ვიცე-ჩემპიონია. თითქმის იგივე გუნდია, რომელმაც ფინალური ეტაპი ითამაშა. გამომდინარე აქედან, ძალიან ძლიერი მეტოქე გვყავს. ჩვენს გუნდს სერიოზული დანაკლისი აქვს, ვერ დაგვეხმარებიან ოქრიაშვილი და მჭედლიძე, რომელიც დისკვალიფიცირებულია და პირველ გუნდშია. ასევე ვერ გვეხმარებიან დინამოელები - ზარქუა, ჯიღაური, და ჩვენი კაპიტანი და ლიდერი - ლევან კაკუბავა. სერიოზულად ვემზადებით, მონდომება არ გვაკლია. დიდი სპორტული და ადამიანური ჟინი გვაქვს. ესპანელებთან 2-7 და 0-2 საერთო ჯამში 2-9 მარცხის შემდეგ, გვინდა ყველას დავუმტკიცოთ, რომ თანამედროვე ფეხბურთში ქართველებსაც გვეთქმის სიტყვა. ბოლოს დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ახალგაზრდული ნაკრებისა და დინამოს ექიმს, მერაბ ვარძუკაშვილს, რომლის ძალისხმევითაც, ბოლო მატჩში სიონთან მიღებული ტრავმის შემდეგ, ძალიან მალე ჩავდექი მწყობრში და მოუთმენლად ველი მომავალ მატჩს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024