• Geo
  • Eng
02.05.2014
ზესტაფონი vs დინამო – მატჩამდე

დინამო თბილისი საქართველოს XXV  ეროვნული ჩემპიონატის ოცდამეცხრე ტურის შეხვედრას ზესტაფონში, ზესტაფონის საფეხბურთო კლუბის წინააღმდეგ გამართავს. 3 მაისს დაპირისპირებას დავით აბაშიძის სახელობის სტადიონი უმასპინძლებს. მატჩი 19:00 საათზე დაიწყება. ჩვენი კლუბის ოფიციალური ვებ–გვერდი კი ტრადიულად ტექსტურ და ვიდეო რეპორტაჟს შემოგთავაზებთ.

 

 

ჩვენი მეტოქე

 

ზესტაფონის საფეხბურთო კლუბი 2004 წლის 18 ივნისს შეიქმნა, ამავე წელს საქართველოს XIV ეროვნულ ჩემპიონატში ჩაერთო და მას შემდეგ უმაღლესი ლიგა არ დაუტოვებია. ზესტაფონი საშინაო მატჩებს დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე მართავს, რომელიც 4 600 მაყურებელს იტევს. კლუბის სიმბოლიკა ძირითადად ლურჯ და თეთრ ფერებშია გადაწყვეტილი. თავისი პირველი ტიტული ზესტაფონმა 2007/2008 წლების სეზონში მოიპოვა – იმერელმა ფეხბურთელებმა ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე გამართულ ფინალურ მატჩში თბილისის ამერი ანგარიშით – 2:1 დაამარცხეს და დავით ყიფიანის სახელობის თასის მფლობელები გახდნენ. 2010/2011 წლების სეზონში ზესტაფონმა საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, ამავე სეზონში მარგველმა ფეხბურთელებმა საქართველოს სუპერთასის მოგებაც მოახერხეს. ზესტაფონმა ჩემპიონობა უკანასკნელად 2011/2012 წლების სეზონში იზეიმა, გუნდმა ზედიზედ მეორედ მოახერხა ოქროს მედლების მოპოვება.

 

 

მწვრთნელი და ზესტაფონი

 

ზესტაფონის საფეხბურთო კლუბის მთავარ მწვრთნელად ნოემბრიდან კვლავ გია გეგუჩაძე მუშაობს, რომელთან ერთადაც ზესტაფონმა არაერთი წარმატებული სეზონი ჩაატარა. გუნდმა მისი ხელმძღვანელობთ 17 მატჩი ჩაატარა ჩემპიონატში საიდანაც 12– ში იმარჯვა. 4 მარცხი და ერთი ფრე.

 

 

დინამომდე...

ზამთრის შესვენების შემდეგ ზესტაფონმა 11 შეხვედრა ჩაატარა და ამათგან 9 მატჩი მოგებით დაასრულა. 2 მარცხი კი დინამოსთან 0:1 და სიონთან 1:2 დაფიქსირდა. მოგება სპარტაკთან და ზუგდიდთან 3:0, ვიტ ჯორჯიასთან და მერანთან 2:0, სიონთან 1:0, მეტალურგთან 2:0, გურიასთან 1:0, ჩიხურასთან 2:1 და მეტალურგთან 1:0.

 

 

დინამო VS ზესტაფონი

დღემდე დინამო თბილისი და ზესტაფონი ეროვნულ ასპარეზზე ერთმანეთს 32–ჯერ შეხვედრიან. დედაქალაქელმა ფეხბურთელებმა მეტოქე 18 შემთხვევაში დაამარცხეს, 6 მატჩი ფრედ დასრულდა, 8 შეხვედრაში კი ყვირილისპირებემა იმარჯვეს. ბურთების შეფარდება ჩვენი გუნდის სასარგებლოდ – 46/28 არის.

 

დინამო–ზესტაფონის დაპირისპირებაში ყველაზე პოპულარული ანგარიში 1–0 არის, რომელიც 11 შეხვედრაში დაფიქსირდა. დიდი ანგარიში ოთხ შეხვედრაში დაფიქსირდა. გასული სეზონის ბოლო ტურის მატჩში, 2013 წლის 18 მაისს, დინამომ მეტოქე ხუთბურთიანი სხვაობით – 6:1 დაამარცხა. 2009 წლის 10 აპრილს ჩვენმა გუნდმა გასვლით შეხვედრაში ზესტაფონს ოთხი უპასუხო გოლი გაუტანა. ამავე წლის 29 აგვისტოს ზესტაფონში მარგველ ფეხბურთელებთან 1:4 დამარცხდნენ. 2012 წლის 14 დეკემბერს კი დინამომ სტუმრად – 1:5 წააგო.

 

დინამოს ზესტაფონური გუნდებიდან, ასევე მარგვეთთან და მეტალურგთან უთამაშია. ამ შეხვედრებში თბილისელებს კოლოსალური უპირატესობა ჰქონდათ. 21 ჩატარებულ მატჩში ზესტაფონელებმა მხოლოდ 2–ჯერ იმარჯვეს, 3 შეხვედრა ფრედ დასრულდა, ხოლო 16 შემთხვევაში თბილისელებმა იზეიმეს გამარჯვება. ბურთების შეფარდება 82:15 დინამოს სასარგებლოდ. ყველაზე დიდი ანგარიშით დინამომ 1994 წლის 15 ოქტომბერს 10-1 იმარჯვა. 1996 წლის 17 ნოემბერს დინამომ 8 უპასუხო ბურთი გაუტანა მარგვეთს. ანგარიშებით 6–0 და 6–1 კი, დინამომ სამ–სამჯერ იმარჯვა.

 

უკანასკნელი შეხვედრა დინამოსა და ზესტაფონს შორის მიმდინარე სეზონის ოცდამეოთხე ტურში, 29 მარტს თბილისში გაიმართა. დაპირისპირება ჩვენი გუნდის გამარჯვებით – 1:0 დასრულდა. ზესტაფონელთა კარში გამარჯვების გოლი ოთარ მარცვალაძემ გაიტანა.

 

 

 

დისკვალიფიცირებული ფეხბურთელები

 

ხვალინდელ შეხვედრას დისკვალიფიკაციის გამო ფეხბურთელები არ დააკლდება.

 

 

დინამო VS ზესტაფონიმსაჯი

საქართველოს ჩემპიონატის 29- ე ტურის შეხვედრას, რომელსაც დინამოელები ზესტაფონში, სკ ზესტაფონის წინააღმდეგ გამართავენ, ოთარ ხეცაძე განსჯის. მატჩის მთავარ არბიტრს ასისტენტობას ი. უკლება და გ. ჩიგოგიძე გაუწევენ. დამატებითი ასისტენტები ა. ნონიკაშვილი და გ. ყრუაშვილი იქნებიან. მეოთხე მსაჯის ფუნქციებს კი გ. კიკაჩეიშვილი შეასრულებს.

უკანასკნელი შეხვედრა, რომელიც ოთარ ხეცაძემ იმსაჯა 26 აპრილს, პირველ ლიგაში გამართული სამტრედია 4:0 ხობის კოლხეთი. აღნიშნულ მატჩში ოთარ ხეცაძემ ფეხბურთელებს ორი ყვითელი ბარათი უჩვენა. ჩვენი გუნდის მონაწილეობით ოთარ ხეცაძემ ბოლოს 20 მარტს, თასის მეოთხედფინალის საპასუხო შეხვედრა დინამო 4:1 მეტალურგი იმსაჯა. თბილისში გამართულ მატჩის მონაწილე ფეხბურთელები ოთარ ხეცაძემ სამჯერ გააფრთხილა.

 

 

ზესტაფონის სავარაუდო შემადგენლობა

 

ჩვენი ვარაუდით, ხვალინდელ მატჩში ზესტაფონელთა სასტარტო შემადგენლობა ასეთი იქნება:

პავლოვიჩიღონღაძე, ჭელიძე, გურული, დოლიძერენე, გეწაძე, ენდელაძე, კუხიანიძესაბანაძე, ტატანაშვილი

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024