• Geo
  • Eng
01.05.2014
3 მაისი დინამოს ისტორიაში

3 მაისს ზესტაფონში საქართველოს ჩემპიონატის 29- ე ტურის მატჩი ჩატარდება. დინამო თბილისი გასვლით შეხვედრაში ზესტაფონს დაუპირისპირდება. შეხვედრა 19:00 საათზე დაიწყება.

 

3 მაისს დინამოს თავის ისტორიაში 12 ოფიციალური შეხვედრა აქვს გამართული. 7 მოგება, 2 ფრე და 3 მარცხი. ბურთების ბალანსი 19/10 თბილისელთა სასარგებლოდ.

 

1958 წელს დინამომ მოსკოვის ლოკომოტივი დაამარცხა ანგარიშით 4:3. ორი გოლი იამანიძემ გაიტანა, ერთი მელაშვილმა და ერთიც გაგნიძემ. 1960 წელს დინამომ სამი უპასუხო ბურთით აჯობა ლენინგრადის ზენიტს. თავის გამოჩენა კალოევმა, ღოღობერიძემ და მესხმა მოახერხეს. 1977 წელს 1:1 ალმა ატის კაირატთან. ჩელებაძე გოლის ავტორი. 1980 და 1984 წლებში დინამო ერთნაირი ანგარიშით 0:1 დამარცხდა ოდესის ჩერნომორეცთან და ერევნის არარატთან. 1989 წელს თბილისელებმა 2:1 აჯობეს დონეცკის შახტიორს. გოგიჩაიშვილმა და კაჭარავამ გაიტანეს გოლები უკრაინელთა კარში.

1992 წელს ყაველაშვილის დუბლითა და შოთა არველაძის გოლით დინამომ 3:0 მოუგო წყალტუბოს სამგურალს. 1995 წელს ჩვენმა გუნდმა 2:0 აჯობა ხაშურის ივერიას. გოლები ცქიტიშვილმა და იაშვილმა გაიტანეს. სამი წლის შემდეგ იგივე ანგარიშით ვიმარჯვეთ ჭიათურის მაღაროელთან. ბურდული და ხომერიკი გოლების ავტორები. 2003 წელს დინამო ქუთაისის ტორპედოსთან დამარცხდა 2 უპასუხო ბურთით. 2008 წელს ვაწაძის გოლით 1:0 გამარჯვება ზესტაფონთან. 2009 წელს ფრე ბოლნისის სიონთან 1:1. გოლი თომაშვილის ანგარიშზეა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024