• Geo
  • Eng
23.04.2014
მალხაზ ჟვანიას მატჩისშემდგომი კომენტარი

ნახევარფინალის დასრულების შემდეგ, რომელშიც დინამომ გორის დილას 4:2 აჯობა, დედაქალაქელთა მთავარმა მწვრთნელმა- მალხაზ ჟვანიამ კომენტარი გააკეთა.

მალხაზ ჟვანია: გამომდინარე იქიდან, რომ პირველი შეხვედრა მოგებული გვქონდა ფეხბურთელებს თავიდანვე მშვიდი თამაშისკენ და მომენტის გამოყენებისკენ მივუთითე. ბიჭებმა დავალებას კარგად გაართვეს თავი და საბოლოოდ გავიმარჯვეთ. ფეხბურთელებმა, რომლებმაც ითამაშეს უკეთ გამოავლინეს თავისი შესაძლებლობები და აჩვენეს ყველას, რომ გუნდი იზრდება.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024