• Geo
  • Eng
21.04.2014
დილა vs დინამო - ურთიერთშეხვედრები

ოთხშაბათს, 23 აპრილს 16:00 საათზე საქართველოს დავით ყიფიანის თასის გათამაშების ნახევარფინალის საპასუხო შეხვედრაში, დინამო თბილისი გორში ადგილობრივ დილას დაუპირისპირდება. დილასთან შეხვედრა თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება და ტრადიციულად, დაპირისპირების პირდაპირ რეპორტაჟს ჩვენი კლუბის ოფიციალური ვებ–გვერდი შემოგთავაზებთ.

ეროვნული ასპარეზზე ეს გუნდები ერთმანეთს 51–ჯერ შეხვედრიან. ურთიერთშეხვედრებში დინამოს უპრეცენდენტო უპირატესობა აქვს. 41 შემთხვევაში გამარჯვება თბილისელებს დარჩათ, 9 შეხვედრა ფრედ  დასრულდა და 1 თამაში გორელებმა მოიგეს. გატანილი და გაშვებული ბურთების შეფარდება ჩვენი გუნდის სასარგებლოდაა 141/24.

უკანასკნელად დინამო თბილისი გორის დილას მიმდინარე ჩემპიონატის მეცამეტე ტურში დაუპირისპირდა. მატჩი 24 ნოემბერს დინამო არენაზე გაიმართა და საყაიმო ანგარიშით - 1:1 დასრულდა. აღნიშნულ შეხვედრაში დინამოელთაგან გოლი გიორგი გველესიანმა გაიტანა.

საქართველოს თასის გათამაშებაში დინამო და დილა ერთმანეთს 11- ჯერ დაუპირისპირდნენ. აქაც თბილისელთა უპირატესობა საგრძნობია. 8 მოგება, 2 ფრე და 1 მარცხი, ხოლო ბურთების შეფარდება 24/9 დინამოს სასარგებლოდ.

1996 წელს დინამომ გორში 3:0 აჯობა მეტოქეს. გოლები ხომერიკმა, დემეტრაძემ და კიკნაძემ გაიტანეს. საპასუხო მატჩში დინამომ ოთხი უპასუხო ბურთით იმარჯვა. დემეტრაძე, გოგიჩაიშვილი, იაშვილი და კობიაშვილი არიან გოლების ავტორები.

1998 წელს დინამო თბილისში დამარცხდა 1:2. გოლი მუჯირის ანგარიშზეა, ხოლო მეორე შეხვედრაში თენგიზ ბურჯანაძის სტადიონზე დედაქალაქელებმა 3:1 იმარჯვეს. ხომერიკის დუბლს ერთი გოლი აშვეთიამ მიამატა.

2000 წელს მტკვრისპირელებმა თბილისში 4:0 მოიგეს. წიტაიშვილმა ორი გოლი გაუტანა გორელებს. თითო ბურთი კი ხუციშვილის და ანჩაბაძის ანგარიშზეა. გასვლაზე დინამოელებმა 4:1 აჯობეს მეტოქეს. სახვაძის ჰეთ-თრიქი და რუხაძის ერთი გოლი.

2004 წელს დინამომ ორივე მატჩში ერთნაირი ანგარიშით 1:0 მოუგო მეტოქეს. ახალაიამ და იაშვილმა გაიტანეს გოლები.

2011 წელს თბილისელებმა პირველ მატჩში ბასაზე ფრე 2:2 ითამაშა. გოლები ჯიღაურმა და კახელიშვილმა გაიტანეს. საპასუხო მატჩი ქართლის სტადიონზე უგოლოდ 0:0 დასრულდა.

ბოლოს თასზე დინამო და დილა 8 აპრილს შეხვდნენ ერთმანეთს. დინამომ ნახევარფინალის პირველ შეხვედრაში დინამო არენაზე ოთარ მარცვალაძის გოლით 1:0 დაამარცხა მეტოქე.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024