• Geo
  • Eng
18.04.2014
მეტალურგი – დინამოს ალექსანდრე კრიჭაშვილი განსჯის

უმაღლესი ლიგის XXVII ტურის შეხვედრას, რომელსაც ჩვენი გუნდი რუსთავში მეტალურგის წინააღმდეგ გამართავს, ალექსანდრე კრიჭაშვილი განსჯის. მისი ასისტენტები იქნებიან- ზ. ფიფია და გ. ჩიგოგიძე. სათადარიგო მსაჯი ლ. კვარაცხელია.

 

ალექსანდრე კრიჭაშვილმა ბოლოს 8 აპრილს გურია 1:2 სიონი იმსაჯა. შეხვედრაში არბიტრმა სამი ფეხბურთელი გააფრთხილა.

 

ჩვენი გუნდის მონაწილეობით ალექსანდრე კრიჭაშვილმა ბოლოს ამა წლის 25 მარტს იმსაჯა. დინამომ გურია სამი უპასუხო გოლით დაამარცხა. მატჩის დროს კრიჭაშვილმა ოთხი ფეხბურთელი გააფრთხილა.

 

ალექსანდრე კრიჭაშვილი
დაბადების თარიღი: 1967 წლის 15 ოქტომბერი

===========================================

უმაღლესი ლიგა - 52 თამაში / 164 ყვითელი / 8 წითელი / 6 პენალტი
პირველი ლიგა - 32 თამაში / 116 ყვითელი / 4 წითელი / 7 პენალტი
საქართველოს თასი  -  9 თამაში / 49 ყვითელი / 1 წითელი / 2 პენალტი

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024