• Geo
  • Eng
15.04.2014
მეორე გუნდმა მერცხალს 5:0 აჯობა

დღეს ვიტალი დარასელიას სახელობის დინამოს აკადემიის მოედანზე პირველი ლიგის XXI ტურის შეხვედრაში დინამო–2 ოზურგეთის მერცხალს დაუპირისპირდა. უჩა სოსიაშვილის გუნდმა მეტოქეს წინა თამაშის დარად კვლავ ხუთი ბურთი გაუტანა, ხოლო თავისი კარი მშრალად შეინახა.

შეხვედრის მე– 20 წუთზე მიხეილ ჯიშკარიანმა დასწრებაზე ითამაშა კარგად და გახსნა ანგარიში. 33– ე წუთზე საბა ლობჟანიძემ ითამაშა ზუსტად და ანგარიში 2:0 გახადა. მეორე ნახევარში ბუდუ ზივზივაძემ დუბლი შეასრულა. ჩვენი გუნდის ფორვარდმა 52– ე და 62– ე წუთებზე დალაშქრა არჩილ მაქაცარიას კარი– 4:0. შეხვედრის 79– ე წუთზე გიორგი გურეშიზემ საფინალო ანგარიში 5:0 დააფიქსირა.

დინამო–2: დაუშვილი, ჯაფიაშვილი, ბაჩიაშვილი, თათხაშვილი, მარაქველიძე, კვეკვესკირი, ფალავანდიშვილი (გურეშიძე 55), დიასამიძე (ქაჯაია 64), ჯიშკარიანი (შინდაგორიძე 75), ზივზივაძე (მაკასარაშვილი 70), ლობჟანიძე (ვოლკოვი 67)

მერცხალი: მაქაცარია, ჩიგოგიძე, ზოიძე, ქარჩილაძე, მექვაბიშვილი, ქობულაძე, ქანთარია, ხურციძე, ბაჯელიძე, ბერიშვილი, ვაშაკიძე

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024