დინამოს აკადემიის U-15 და U-17 გუნდებმა ჭაბუკთა ლიგაში მორიგი მატჩები გამართეს. თბილისელები ზუგდიდელ თანატოლებს დაუპირისპირდნენ. ლევან გვანცელაძის შეგირდებმა მინიმალური ანგარიშით– 1:0 დაამარცხეს მეტოქე. გოლი აკაკი ყურაშვილის ანგარიშზეა. ზვიად ჯელაძის გუნდმა კი 3:1 აჯობა ზუგდიდელებს. გოლები გიორგი გალდავაძემ, ნიკოლოზ გაბრიჩიძემ და გრიგოლ ფირცხალავამ გაიტანეს.
დინამო U-15: ქავთარაძე, ყიყინაშვილი, ყურშავიშვილი, ლოჩოშვილი, ნინუა, აბუთიძე, ფოჩხუა, ყურაშვილი, გოგილაშვილი, ჩაკვეტაძე, სეიდოვი
გუგეშაშვილი, თიგიშვილი, ლოსეურაშვილი, პაპაშვილი, ბუღრიძე, მირიანაშვილი
დინამო U-17: შოვნაძე, ქანთარია, კაციტაძე, ფიფია, კობოური, საღრიშვილი, გალდავაძე, ბაშალეიშვილი, მაჩალაძე, მ. ბაშალეიშვილი, გაბრიჩიძე
ქავთარაძე, ფირცხალავა, ვაშაკიძე, ჩიხლაძე, ფურცხვანიძე, ღვალაძე, სადღობელაშვილი