• Geo
  • Eng
12.04.2014
დინამო 0:1 სიონი - მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

დინამო არენაზე დასრულებული შეხვედრის შემდეგ გაიმართა ტრადიციული მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია. ჟურნალისტების წინაშე ვლადიმერ ბურდული და მალხაზ ჟვანია წარდგნენ.

ვლადიმერ ბურდული: ვულოცავ ბოლნისს ამ გამარჯვებას. რთული თამაში იყო დღეს და მადლობა მინდა მოვუხადო ჩემს გამოცდილ და უკვე დავიწყებულ ფეხბურთელებს. ვიცოდით, რომ მეორე ნომრად უნდა გვეთამაშა, სტანდარტულებს მივაქციეთ დიდი ყურადღება და გოლიც ასე გავიტანეთ. ის მითიც გაქრა, რომ წინა 3 ქულა თითქოს დინამომ გვაჩუქა. დამტკიცდა, რომ სიონიც და დინამოც სუფთად თამაშობენ.

მალხაზ ჟვანია: სამწუხაროა, როცა გუნდი მთელი თამაში უტევს და ერთი მომენტით თმობს მატჩს. თავად კი უტევს და ვერ გააქვს გოლი. თუმცა ეს ფეხბურთია. ძალიან ავყევით ნერვებს და მოგვიხდა ამის დაწყნარება ვიდრე ზუსტი თამაში. მსაჯობამაც კითხვები დამიტოვა. სამწუხაროდ ვერ მოვახერხეთ თამაშის შემობრუნება.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024