• Geo
  • Eng
29.03.2014
დინამო 1:0 ზესტაფონი - მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

დინამო არენაზე დასრულებული შეხვედრის შემდეგ გაიმართა ტრადიციული მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია. ჟურნალისტების წინაშე მალხაზ ჟვანია და გია გეგუჩაძე წარდგნენ.

გია გეგუჩაძე: დინამოს ვულოცავ გამარჯვებას. როგორც მოსალოდნელი იყო ძალიან დაძაბული შეხვედრა გამოდგა. პირველ პლანზე წამოვწევდი იმას, რომ მთელი თამაშის მანძილზე უნდა იყოს გუნდი კონცენტრირებული. გაშვებული გოლის მერე ვეღარ დავლაგდით. გათანაბრება შეგვეძლო, მაგრამ ვეღარ მოვახერხეთ. წინ ბევრი სამუშაო გვაქვს.

მალხაზ ჟვანია: მადლობა მეტოქეს მოლოცვისთვის. თავიდანვე ვიცოდით, რომ ურთულესი თამაში იქნებოდა. პირველ ტაიმში მეტოქეს ბურთის ფლობაში უპირატესობა ჰქონდა. მეორე ნახევარში ზევით ავწიეთ თამაში და მეტად გავაქტიურდით, რამაც შედეგი გამოიღო.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024