• Geo
  • Eng
29.03.2014
მნიშვნელოვანი გამარჯვება

დღეს დინამო არენაზე საქართველოს ჩემპიონატის XXIV ტურის ცენტრალური მატჩი გაიმართა. დინამო-ზესტაფონის შეხვედრა ყოველთვის საინტერესო და უკომპრომისო ორთაბრძოლაში მიმდინარეობს და გამონაკლისი არც დღევანდელი შეხვედრა გამოდგა. მატჩს პრინციპულ კითხვაზე უნდა გაეცა პასუხი, შეძლებდა თუ არა დინამო 11 ქულიანი ჰანდიკაპის შექმნას უახლოეს მდევართან, თუ ზესტაფონი მოახერხებდა უდანაკარგო სვლის გაგრძელებას და ლიდერთან ჩამორჩენის შემცირებას. შეხვედრამ დინამო არენაზე შესაძლოა არა განსაკუთრებული, მაგრამ ჩვეულებრივზე გაცილებით დიდი ინტერესი გამოიწვია. შეიძლება ითქვას, რომ მთლიანობაში პუბლიკა კმაყოფილი დარჩა ნანახით. სანახაობრივი თვალსაზრისით მეორე ნახევარი სჯობდა პირველს. საგოლე მომენტებიც სწორედ მეორე 45 წუთში შეიქმნა. თამაშის ერთადერთი და ჩვენი გუნდისთვის გამარჯების მომტანი ბურთი ულამაზესი დარტყმით ოთარ მარცვალაძემ გაიტანა. დინამოელებმა მთავარი ამოცანის შესრულება შეძლეს და უშუალო კონკურენტთან დამსახურებული გამარჯვებით დიდი ნაბიჯი გადადგეს ჩემპიონის ტიტულისკენ.

დინამო 1:0 ზესტაფონი

გოლი: მარცვალაძე 73’

გაფრთხილება: მერებაშვილი 42’  კვირკველია 89’  ჭელიძე 90’

დინამო: ლორია, გველესიანი, რეხვიაშვილი, იანსე, კვირკველია, გორგიაშვილი (პაპუნაშვილი 57), ძარია, პაპავა, ჩისკო, მერებაშვილი (გლიშიჩი 77), მარცვალაძე (მოდებაძე 88)

ზესტაფონი: პავლოვიჩი, ღონღაძე, შარიქაძე, ჭანტურიშვილი (ფანცულაია 76), რენე, გურული, ჭელიძე, გეწაძე, დოლიძე (ტატანაშვილი 86), კუხიანიძე (ჭანკოტაძე 64), საბანაძე

არბიტრი: გიორგი ვადაჭკორია

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024