• Geo
  • Eng
28.03.2014
დინამოსა და ზესტაფონის შეხვედრას გიორგი ვადაჭკორია განსჯის

ეროვნული ჩემპიონატის ოცდამეოთხე ტურის შეხვედრას, რომელსაც ჩვენი გუნდი 29 მარტს თბილისში ზესტაფონის საფეხბურთო კლუბის წინააღმდეგ გამართავს, გიორგი ვადაჭკორია განსჯის, რომელსაც ასისტენტობას . მენთეშაშვილი და . უკლება გაუწევენ. დამატებითი არბიტრები იქნებიან . ხარიტონაშვილი და . ნონიკაშვილი. სათადარიგო მსაჯის ფუნქციებს კი . ხორავა შეასრულებს.

 

ჩვენი გუნდის მონაწილეობით გიორგი ვადაჭკორიამ ბოლოს მიმდინარე ჩემპიონატის მეოცე ტურის მატჩი იმსაჯა. დინამო თბილისმა ზესტაფონში სკ ჩიხურა საჩხერე ანგარიშით 5:1 დაამარცხა. აღნიშნიულ მატჩში გიორგი ვადაჭკორიამ ორჯერ გააფრთხილა ჩიხურას ფეხბურთელები (კვარაცხელია და დათუნაიშვილი), ხოლო ერთხელ დინამოელი ძარია. ასევე დანიშნა პენალტი საჩხერელთა კარში.

 

უკანასკნელი შეხვედრა, რომელიც გიორგი ვადაჭკორიამ იმსაჯა პირველ ლიგაში გამართული ჭიათურა 0:2 სამტრედია არის. აღნიშნულ მატჩში გიორგი ვადაჭკორიას ფეხბურთელები არ გაუფრთხილებია.

 

ჩვენს მიერ მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით, მეტი თვალსაჩინოებისათვის, გიორგი ვადაჭკორიას მიერ განსჯილი შეხვედრების სტატისტიკურ მონაცემებს გთავაზობთ:

 

გიორგი ვადაჭკორია

 

===========================================

უმაღლესი ლიგა111 თამაში / 462 ყვითელი / 23 წითელი / 30 პენალტი

 

პირველი ლიგა6 თამაში / 17 ყვითელი / 0 წითელი / 3 პენალტი

 

მეორე ლიგა8 თამაში / 21 ყვითელი / 1 წითელი / 2 პენალტი

 

საქართველოს თასი 7 თამაში / 25 ყვითელი / 1 წითელი / 0 პენალტი

 

საქართველოს სუპერ თასი 2 თამაში / 10 ყვითელი / 1 წითელი / 1 პენალტი

 

უეფა.ევროპა ლიგა.საკვალიფიკაციო ეტაპი 3 თამაში / 8 ყვითელი / 0 წითელი / 1 პენალტი

 

უეფა.ევროპის ჩემპიონატი U21. საკვალიფიკაციო ეტაპი 4 თამაში / 13 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

 

უეფა.ევროპის ჩემპიონატი U17. საკვალიფიკაციო ეტაპი 4 თამაში / 18 ყვითელი / 1 წითელი / 1 პენალტი

 

საერთაშორისო ამხანაგური მატჩები 1 თამაში / 3 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024