• Geo
  • Eng
27.03.2014
დინამო 2–მა ფოთის კოლხეთი დაამარცხა

დღეს სამტრედიაში საქართველოს ჩემპიონატის პირველი ლიგის XVIII ტურის მატჩი გაიმართა. დინამოს მეორე გუნდი გათამაშების ლიდერს– ფოთის კოლხეთს დაუპირისპირდა და უჩა სოსიაშვილის გუნდმა 2:0 დაამარცხა მეტოქე.

ანგარიში შეხვედრის 35– ე წუთზე ბუდუ ზივზივაძემ გახსნა, რომელმაც ზუსტად ითამაშა დასწრებაზე 0:1. მეორე ტაიმში კი ისევ ბუდუ ზივზივაძემ გაიტანა გოლი. მატჩის 69–ე წუთზე დინამოს ფორვარდმა ტექნიკური დარტყმით მეორედ აიღო კოლხეთის კარი. ანგარიში აღარ შეცვლილა და დინამომ მორიგი გამარჯვება ჩაიწერა თავის აქტივში.

შემდეგ მატჩში 2 აპრილს, დინამოს მეორე გუნდი ტყიბულის მეშახტეს უმასპინძლებს.

კოლხეთი 0:2 დინამო–2

გოლები: ბუდუ ზივზივაძე 35’  69’  0:2

დინამო–2: დაუშვილი, ბაჩიაშვილი, ა. გურეშიძე, სამხარაძე, შერგელაშვილი, ფალავანდიშვილი, კვეკვესკირი, მახარობლიძე, ჯიშკარიანი (გ. დიასამიძე 65’), ერისთავი (ლობჟანიძე 75), ზივზივაძე (ქაჯაია 89)

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024