• Geo
  • Eng
25.03.2014
დინამო 3:0 გურია - მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

დინამო არენაზე დასრულებული შეხვედრის შემდეგ გაიმართა ტრადიციული მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია. ჟურნალისტების წინაშე მალხაზ ჟვანია და დავით მახარაძე წარდგნენ.

დავით მახარაძე: ვულოცავ დინამოს დამსახურებულ გამარჯვებას. თავიდანვე მეორე ნომრად ავირჩიეთ თამაში. ჩვენს შეცდომას სამწუხაროდ გოლი მოყვა და მერე ყოველი ჩვენი შეტევა სახიფათო კონტრშეტევით დასრულდა. მეორე ტაიმში დინამომ გვაჯობა და დამსახურებულად გაიმარჯვა.

 

მალხაზ ჟვანია: ჩვენის მხრიდან ვუსამძიმრებთ გურიას დირექტორს. თამაშს რაც შეეხება ბურთის კონტროლი უკეთესი იყო, თუმცა მომენტებიც ვერ გამოვიყენეთ. მეორე ნახევარში უკეთ ვითამაშეთ და საბოლოოდ ვიმარჯვეთ.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024