• Geo
  • Eng
24.03.2014
დინამო VS გურია - მატჩამდე

საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის XXIII ტურის შეხვედრას, დინამოელები ლანჩხუთის გურიასთან გამართავენ. მატჩი 25 მარტს 18:00 საათზე დაიწყება და ტრადიციულად, შეხვედრის ვიდეო და ტექსტურ რეპორტაჟს ჩვენი კლუბის ოფიციალური ვებ–გვერდი შემოგთავაზებთ.

 

 

ჩვენი მეტოქე

1926 წელს ქალაქ ლანჩხუთში დაარსებული საფეხბურთოკლუბის თავდაპირველი სახელწოდება კიმი იყო. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში გუნდმა არსებობა შეწყვიტა და 1952 წელს საფეხბურთო ცხვრებას კიმის ნაცვლად კომეურნე დაუბრუნდა. 1960 წლის შემდეგ კი გუნდი დღევანდელი სახელწოდებით ასპარეზობს. საკლუბო ფერები ყვითელსა და მწვანეშია გადაწყვეტილი. ლანჩხუთის გურიამ პირველ მნიშვნელოვან წარმატებას 1961 წელს მიაღწია. გურულებმა რესპუბლიკის პირველობაზე იმარჯვეს და ანალოგიური შედეგი 1966 და 1971 წლებშიც გაიმეორა. ლანჩხუთელმა ფეხბურთელებმა საქართველოს თასის გათამაშებაზე ზედიზედ ორჯერ – 1965 და 1966 წლებში იმარჯვეს, იგივე ტიტული გუნდმა 1971 წელსაც მოიპოვა. გურიამ შოთა შავგულიძის სახელობის თასის გათამაშება წარმატებით დაასრულა 1977 წელს. სსრკ საფეხბურთო ჩემპიონატის B დივიზიონში ლაჩხუთის გურია პირველად 1967 წელს გამოჩნდა და მას შემდეგ მეტოქე გუნდებისთვის მეტად უხერხულ და ანგარიშგასაწევ ძალად ჩამოყალიბდა. B დივიზიონში პირველი ადგილის დაკავების შემდეგ, გურიამ 1986 წელს სსრკ უმაღლეს საფეხბურთო დივიზიონში განაგრძო ასპარეზობა. 1990 წლის შემდეგ, დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში, ლანჩხუთის გურია პირველი გუნდი გახდა, საქართველოს თასის პირველ გათამშებაზე წარმატებას, რომ მიაღწია. ლანჩხუთელი ფეხბურთელები 1999 წლამდე სტაბილურად ასპარეზობდნენ საქართველოს უმაღლეს ლიგაში, თუმცა აღნიშნულ წელს გუნდი პირველ ლიგაში დაქვეითდა. გასულ სეზონში კი გურიამ საქართველოს პირველი ლიგის A ჯგუფის გათამაშებაში პირველი ადგილი დაიკავა და უმაღლეს ლიგას ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა.

 

 

მწვრთნელი და გურია

 

პირველი წრის შემდეგ ლანჩხუთის გურიას ოფიციალურად ჩაუდგა სათავეში– დავით მახარაძე. განახლებულ ჩემპიონატში ორი მოგება და ორი მარცხი. ამ ექვსი ქულით დაბევებული ადგილი ზედა ექვსეულში.

 

 

... დინამომდე

 

ჩემპიონატის განახლების შემდეგ გურიამ 4 შეხვედრა ჩაატარა. დაამარცხა გორის დილა 3:1, დამარცხდა ცხინვალის სპარტაკთან 0:1, აჯობა ჩიხურას 2:0 და მარცხი ზუგდიდთან 0:2.

 

 

დინამო VS გურია

 

დინამოელებს ეროვნულ ასპარეზზე ლანჩხუთელთა წინააღმდეგ 23 მატჩი აქვთ გამართული. ურთიერთშეხვედრებში დინამოელები კოლოსალურ უპირატესობას ფლობენ – 18 მოგება, 3 ფრე და 2 მარცხი. ბურთების შეფარდება 70/14 ჩვენი გუნდის სასარგებლოდაა.

 

დედაქალაქელებმა გურია ექვსბურთიანი სხვაობით ოთხჯერ დაამარცხეს. ჩვენმა გუნდმა სამჯერ 6:0 მოუგო, 1999 წლის 15 მაისს, ეროვნული ჩემპიონატის მეათე გათამაშების XXVII ტურის შეხვედრაში კი მეტოქე 7:1 დაამარცხეს. აღნიშნულ დაპირისპირებაში სამი ბურთი აშვეთიამ გაიტანა, თოთო გოლი კი ჯინჭარაძის, კიკნაძის, ალექსიძის და ჩომახიძის ანგარიშზეა.

 

უკანასკნელი მატჩი დინამოსა და გურიას შორის 5 დეკემბერს თბილისში გაიმართა. აღნიშნულ შეხვედრაში დედაქალაქელებმა მეტოქე 3:1 დაამარცხეს. გურიას კარში გოლები ჩისკომ, მერებაშვილმა და დვალმა გაიტანეს.

 

დისკვალიფიცირებული ფეხბურთელები

 

დისკვალიფიკაცისს გამო, ხვალინდელ შეხვედრას ფეხბურთელები არ დააკლდება.

 

 

დინამო VS გურია - მსაჯი

 

უმაღლესი ლიგის XXIII ტურის შეხვედრას, რომელსაც ჩვენი გუნდი თბილისში ლანჩხუთის გურიას წინააღმდეგ გამართავს, ალექსანდრე კრიჭაშვილი განსჯის. მისი ასისტენტები იქნებიან- გ. ჩიგოგიძე და ბ. ჭიჭინაძე. სათადარიგო მსაჯი ლ. სილაგავა. ალექსანდრე კრიჭაშვილმა ბოლოს 24 მარტს გამართული – სასკო 4:3 ჭიათურა იმსაჯა. შეხვედრამ ისე ჩაიარა, რომ არბიტრს არც ერთი ფეხბურთელი არ გაუფრთხილებია. ჩვენი გუნდის მონაწილეობით ალექსანდრე კრიჭაშვილმა ბოლოს ამა წლის 9 მარტს იმსაჯა. მატჩის დროს კრიჭაშვილმა ტორპედოელი ტუღუში გააფრთხილა.

 

გურია. სავარაუდო შემადგენლობა

 

ჩვენი ვარაუდით, ხვალინდელ მატჩში ლანჩხუთელთა სასტარტო შემადგენლობა ასეთი იქნება:

 

ბობღიაშვილი - ქურდაძე, მეგრელიშვილი, გაჩეჩილაძე, ჩუენსუ - ვ. ხორგუაშვილი, ძამსაშვილი, ნ. კილაძე, გაგნიძე - ისიანი, კვერენჩხილაძე

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024