• Geo
  • Eng
23.03.2014
25 მარტი დინამოს ისტორიაში

სამშაბათს 25 მარტს დინამო თბილისი საქართველოს ჩემპიონატის ოცდამესამე ტურში ლანჩხუთის გურიას უმასპინძლებს. შეხვედრა დინამო არენაზე 18:00 საათზე დაიწყება.

25 მარტს დინამომ თავის ისტორიაში სამი შეხვედრა ჩაატარა. ერთი მატჩი სსრკ– ს პირველობაზე და ორიც შეხვედრა საქართველოს ჩემპიონატში.

1981 წელს თბილისელებმა მინსკელ თანაკლუბელებს უმასპინძლეს და 1:2 დათმეს შეხვედრა. გოლი თბილისელთაგან დავით ყიფიანმა გაიტანა.

2006 წელს დინამომ ცხინვალის სპარტაკი დაამარცხა 2:0. მეგრელაძემ და ბობოხიძემ გაიტანეს გოლები სპარტაკის კარში. 2012 წელს მტკვრისპირელები რიონისპირელებს დაუპირისპირდნენ. ქუთაისში გამართული შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა. გულვერდ თომაშვილმა მოახერხა დინამოელტაგან გოლის გატანა.

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024