• Geo
  • Eng
22.03.2014
დინამო VS გურია - ურთიერთშეხვედრები

25 მარტს დინამო თბილისი უმაღლესი ლიგის ოცდამესამე ტურის შეხვედრას შინ, დინამო არენაზე, ლანჩხუთის გურიას წინააღმდეგ გამართავს. დაპირისპირება 18:00 საათზე დაიწყება და მატჩის ვიდეო და ტექსტურ რეპორტაჟს ტრადიციულად ჩვენი კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი შემოგთავაზებთ.

 

დინამოელებს ეროვნულ ასპარეზზე ლანჩხუთელთა წინააღმდეგ 23 მატჩი აქვთ გამართული. ურთიერთშეხვედრებში დინამოელები კოლოსალურ უპირატესობას ფლობენ – 18 მოგება, 3 ფრე და 2 მარცხი. ბურთების შეფარდება 70/14 ჩვენი გუნდის სასარგებლოდაა.

 

დედაქალაქელებმა გურია ექვსბურთიანი სხვაობით ოთხჯერ დაამარცხეს. ჩვენმა გუნდმა სამჯერ 6:0 მოუგო, 1999 წლის 15 მაისს, ეროვნული ჩემპიონატის მეათე გათამაშების XXVII ტურის შეხვედრაში კი მეტოქე 7:1 დაამარცხეს. აღნიშნულ დაპირისპირებაში სამი ბურთი აშვეთიამ გაიტანა, თოთო გოლი კი ჯინჭარაძის, კიკნაძის, ალექსიძის და ჩომახიძის ანგარიშზეა.

 

უკანასკნელი მატჩი დინამოსა და გურიას შორის 5 დეკემბერს თბილისში გაიმართა. აღნიშნულ შეხვედრაში დედაქალაქელებმა მეტოქე 3:1 დაამარცხეს. გურიას კარში გოლები ჩისკომ, მერებაშვილმა და დვალმა გაიტანეს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024