• Geo
  • Eng
14.03.2014
დუბლები მნიშვნელოვანი მატჩისთვის ემზადებიან

ორშაბათს 17 მარტს, ვიტალი დარასელიას სახელობის დინამოს აკადემიის მინდორზე დუბლების ჩემპიონატის ცენტრალური შეხვედრა გაიმართება. ოცდამეორე ტურის მატჩში კახი გოგიჩაიშვილის შეგირდები რუსთავის მეტალურგის დუბლებს დაუპირისპირდებიან. შეგახსენებთ, რომ რუსთაველები 50 ქულით სატურნირო ცხრილის პირველ ადგილზე იმყოფებიან, ხოლო დინამოელები 46 ქულითა და ერთით ნაკლები ჩატარებული შეხვედრით გათამაშების მეორე პოზიციაზე არიან. შეხვედრა ორშაბათს 15:00 საათზე დაიწყება და დინამო TV მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს გეგმავს.

დღეს დინამოს დუბლებმა მორიგი ვარჯიში გამართეს და ჩვენი ვებ გვერდი ჩატარებული წვრთნის ვიდეო-კოლაჟს გთავაზობთ.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024