• Geo
  • Eng
14.03.2014
დინამო VS მეტალურგი – ურთიერთშეხვედრები

კვირას, 16 მარტს, ჩვენი გუნდი უმაღლესი ლიგის ოცდამეორე ტურის შეხვედრას თბილისში, რუსთავის მეტალურგის წინააღმდეგ გამართავს. დაპირისპირება დინამო არენაზე 15:00 საათზე დაიწყება.

 

ეროვნულ ჩემპიონატში დინამოელები რუსთავულ გუნდს 47–ჯერ დაუპირისპირდნენ. ურთიერთშეხვედრების ისტორიას თუ გადავხედავთ, დედაქალაქელთა უპირატესობა საგრძნობია – 29 მოგება, 10 ფრე და 8 მარცხი, ბურთების შეფარდება 94:37 ჩვენი გუნდის სასარგებლოდ. 1993 წლის 3 ივნისს დინამოელებმა თბილისში, რუსთავის გორდას გამანადგურებელი ანგარიშით 12:4 სძლიეს. დაპირისპირების სერიის ყველაზე პოპულარული ანგარიში კი 2:0 არის, მატჩის ბოლოს მსგავსი რეზულტატი 7–ჯერ დაფიქსირდა და შვიდივეჯერ დინამოს სასარგებლოდ.

 

ეროვნულ ჩემპიონატში დინამოსა და მეტალურგის უკანასკნელი დაპირისპირება გასულ წელს მეთერთმეტე ტურში შედგა. 2013 წლის 3 ნოემბერს რუსთავში, ფოლადის სტადიონზე ჩატარებული მატჩი უგოლოდ 0:0 დასრულდა.

 

 

ბოლოჯერ კი ეს გუნდები 22 თებერვალს საქართველოს თასის მეოთხედფინალის პირველ მატჩში შეხვდნენ ერთმანეთს. რუსთავში გამართული მატჩი თბილისელთა გამარჯვებით დასრულდა. ჩისკოს და ძარიას გოლებით დინამომ 2:0 იმარჯვა.

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024