• Geo
  • Eng
09.03.2014
2:0 და ჩაშლილი მატჩი ქუთაისში

დღეს ქუთაისში ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა საქართველოს ჩემპიონატის XXI ტურის მატჩი. დინამო თბილისი გასვლით შეხვედრაში ქუთაისის ტორპედოს დაუპირისპირდა.

 

შეხვედრა დინამომ აქტიურად დაიწყო. მეცხრე წუთზე დინამოელთა შეტევა კი გოლით დაგვირგვინდა. მარცვალაძისა და ჩისკოს ლამაზი კომბინაცია პაპუნაშვილმა დაასრულა ზუსტი დარტყმით. მე- 18 წუთზე უკვე მერებაშვილმა ითამაშა ტექნიკურად და მეორე გოლი გაიტანა ტორპედოს კარში - 0:2. შეხვედრის 25- ე წუთზე ძარიამ გაუშვა ხელიდან რეალური მომენტი. შეხვედრის პირველი ნახევარი თბილისელთა გამარჯვებით დასრულდა.

 

მეორე ტაიმი დედაქალაქელი ფეხბურთელების შეტევით განახლდა. მატჩის 58- ე წუთზე ადგილობრივი მაყურებელი მოედანზე შეიჭრა და არბიტრმა ორივე გუნდის ფეხბურთელებს გასახდელისკენ უხმო. რამდენიმე დინამოელ ფეხბურთელს ჩვენი გუნდის სამედიცინო პერსონალმა სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინა. დინამოელებმა ქუთაისი საპატრულო კორტეჟის თანხლებით დატოვეს.

 

გოლები:  0:1 პაპუნაშვილი 9’  0:2 მერებაშვილი 18’ 

 

გაფრთხილება: ტუღუში 29’

 

ტორპედო: კვასხვაძე, ადამაძე, სავჩენკოვსი, თოდუა, ჩადუნელი (მარკოზაშვილი 46), ტუღუში, ბერუაშვილი, ჩიკვილაძე, ღონღაძე, კვერნაძე, ელიავა (გოგიჩაიშვილი 46)

 

დინამო: ლორია, ხიდეშელი, ცინცაძე, მერებაშვილი, პაპუნაშვილი, პაპავა, კვირკველია, მარცვალაძე, ჩისკო, გველესიანი, ძარია

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024