• Geo
  • Eng
08.03.2014
ტორპედო vs დინამო - მატჩამდე

საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის XXI ტურის შეხვედრას დინამო თბილისი ქუთაისში, ადგილობრივ ტორპედოს წინააღმდეგ გამართავს. ქართულ კლასიკოდ წოდებული დინამოსა და ტორპედოს დაპირისპირება ქუთაისის ცენტრალურ არენაზე 15:00 საათზე დაიწყება. დაპირისპირების პირდაპირ ეთერს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხი გადასცემს. ჩვენი კლუბის ოფიციალური ვებ–გვერდი ტრადიციულად მატჩის როგორც ტექსტურ, ასევე ვიდეო რეპორტაჟს შემოგთავაზებთ.

 

 

ჩვენი მეტოქე

 

ქუთაისის საფეხბურთო კლუბი ტორპედო 1946 წელს დაარსდა. ტორპედო საშინაო შეხვედრებს ქუთაისის ცენტრალურ სტადიონზე მართავს, რომელიც 19 400 მაყურებელს იტევს. ქუთაისურ კლუბში მომხდარი რებრენდინგის შემდეგ, გუნდის სიმბოლიკა ძირითადად ყვითელ და მწვანე ფერებში არის გადაწყვეტილი. ქუთაისის ტორპედომ პირველ სერიოზულ წარმატებას დაარსებიდან სამი წლის თავზე მიაღწია, ტორპედო იმჟამინდელი საქართველოს ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. ჩვენი მომავალი მეტოქე 1960 წლიდან – 1962 წლამდე სსრკ ჩემპიონატის ბ ლიგაში ასპარეზობდნენ. სსრკ პირველობის უმაღლეს ლიგაში ტორპედომ პირველი ოფიციალური მატჩი 1962 წლის 2 მაისს საკუთარ მოედანზე გამართა. სადებიუტო შეხვედრაში ქუთაისელმა ფეხბურთელებმა მოსკოველი თანაკლუბელები ანგარიშით – 5:1 დაამარცხეს. 1963 წლის 15 აპრილი ქუთაისის ცენტრალური სტადიონისთვის ისტორიული თარიღია, ამ დღეს ერთმანეთს ქუთაისის ტორპედო და დინამო თბილისი დაუპირისპირდნენ, შეხვედრა გატანილი გოლების გარეშე, ფრედ – 0:0 დასრულდა. აღნიშნულ მატჩს 40 000 მაყურებელი დაესწრო და ეს მაჩვენებელი ქუთაისის ცენტრალური სტადიონისთვის დღემდე სარეკორდო მაჩვენებლად ითვლება. 1970 წლის სეზონი ქუთაისის ტორპედოსთვის წარუმატებელი გამოდგა, გუნდი სსრკ პირველობის უმაღლესი ლიგიდან პირველ ლიგაში დაქვეითდა და შესაბამისად მომდევნო სეზონი I ლიგაში დაიწყო. 1988 წელს სსრკ ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში კიდევ ერთხელ დაბრუნდა ტორპედო, თუმცა ამ პერიოდში საქართველო სსრკ–ს ოფიციალურად გამოეყო და გუნდმა საქართველოს ჩემპიონატში განაგრძო ასპარეზობა. დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ქუთაისის ტორპედო დინამო თბილისის შემდეგ, ყველაზე მეტჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი. ქუთაისურმა გუნდმა 1999-00 2000-01, 2001-02 წლებში ზედიზედ სამჯერ იმარჯვა ეროვნულ პირველობაზე. ამავე პერიოდს უკავშირდება ტორპედოს წარმატებული ასპარეზობა საქართველოს თასზეც, გუნდმა 1998–99, 2000–01 წლების სეზონში ოქროს მედლების მოპოვება შეძლო.

 

 

მწვრთნელი და ტორპედო

 

მიმდინარე წლის იანვარში, მეორე ეტაპის სტარტზე ქუთაისურ კლუბის მთავარი მწვრთნელად რევაზ ძოძუაშვილი დაინიშნა. მოსამზადებელი პერიოდი ტორპედომ საქართველოში გაიარა და რამდენიმე სპარინგ-მატჩიც გამართა ძოძუაშვილის გუნდმა. ამჟამად 20 ჩატარებული მატჩიდან ტორპედო 26 ქულით და 7 მოგებით, გათამაშების მერვე პოზიციაზე იმყოფება.

 

 

დინამომდე

 

პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ ტორპედოში მრავალი ცვლილება განხორცილდა. დაინიშნა ახალი მთავარი მწვრთნელი. ასევე ბევრი ფეხბურთელი იქნა შეცვლილი გუნდის შემადგენლობაში. ქუთაისელებმა სეზონი გორის დილასთან გამართული სათასო მატჩით განაახლეს. მეოთხედფინალის პირველ შეხვედრაში ტორპედო საკუთარ კედლებში მინიმალური ანგარიშით 1:2 დამარცხდა. ქუთათურებმა ფრედ დაასრულეს ჩემპიონატის მატჩი მერანთან 1:1 და სიონი დაამარცხეს გასვლაზე ანგარიშით 2:1.

 

 

დინამო VS ტორპედოურთიერთშეხვედრები

 

შეხვედრა, რომელსაც საქართველოში “ქართულ კლასიკოს" უწოდებენ, ყოველთვის საინტერესოდ მიმდინარეობს. ყოველი მატჩი უკომპრომისო ბრძოლით და თავდადებული თამაშით აღინიშნება, მომავალი მატჩი კი ამ გუნდების ურთიერთდაპირისპირებაში 57–ე იქნება.

 

საქართველოს ჩემპიონატის ეგიდით ჩატარებული 56 მატჩიდან,  27-ჯერ გამარჯვება მტკვრისპირელებმა იზეიმეს, 14 შეხვედრა ფრედ დასრულდა, ხოლო 15 დაპირისპირებიდან რიონისპირელები გამოვიდნენ გამარჯვებულები. ბურთების შეფარდება 92:55 თბილისელთა სასარგებლოდ არის.

 

ამ შეხვედრებიდან აღსანიშნავია დინამოელთა საშინაო გამარჯვება ანგარიშით 5:1. ეს შედეგი ეროვნულ ასპარეზობაზე ორჯერ დაფიქსირდა. მეორე ჩემპიონატის მეოთხე ტურში 1991 წლის პირველ აპრილს და მეშვიდე ჩემპიონატის მესამე ტურში 1995 წლის 17 სექტემბერს. ოთხბურთიანი სხვაობით დინამოელებმა მეტოქე გასულ სეზონში დაამარცხეს, XXIV ეროვნული ჩემპიონატის მეოარე ეტაპის მერვე ტურის მატჩში დინამომ ქუთასის ტორპედოს 4:0 აჯობა. 2000 წლის 27 აგვისტოს კი თბილისელები დიდი ანგარიშით 0:3 მეთორმეტე ჩემპიონატის მეორე ტურში დამარცხდნენ. ამ თამაშებს შორის ყველაზე დიდი სხვაობა თბილისელებმა ქუთაისში დააფიქსირეს. მეთვრამეტე ჩემპიონატის მეჩვიდმეტე ტურში 2007 წლის 17 მარტს ეროვნული გათამაშების ფლაგმანმა ანგარიშით 5:0 გაიმარჯვა.

 

დინამო – ტორპედოს დაპირისპირება მხოლოდ ეროვნული ჩემპიონატით არ შემოიფარგლბა. ეს გუნდები საბჭოთა კავშირის უმაღლეს ლიგაში 26-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და აქაც უპირატესობა დინამოელთა მხარესაა. ამ დაპირისპირებებიდან დინამომ ცამეტ თამაშში მიაღწია წარმატებას, 9 შეხვედრა დასრულდა ფრედ და 4-ჯერ ტორპედომ მოიგო. ბურთების შეფარდება 38:21. თბილისელებმა სამჯერ გაიმარჯვეს ანგარიშით 3:1, აქედან ერთხელ სტუმრად. შესაბამისად 1966 წლის 26 აპრილს, 1969 წლის 26 მაისსა და 1962 წლის 25 მაისს. მეტოქემ ანგარიშით 4:2 მიაღწია წარმატებას 1968 წლის 31 ივლისს. აღნიშვნის ღირსია უხვგოლიანი ფრე 3:3 რომელიც დაფიქსირდა ქუთაისში 1966 წლის 30 ნოემბერს.

 

შეგახსენებთ, რომ ბოლო შეხვედრა, რომელიც თბილისში 26 ოქტომბერს გაიმართა, ჩვენი გუნდის გამარჯვებით – 2:1 დასრულდა. გოლები ქუთათურთა კარში ლევან ხმალაძემ (პენალტით) და გიორგი გველესიანმა (ბოლო წუთზე) გაიტანეს.

 

დისკვალიფიცირებული ფეხბურთელები

 

დისკვალიფიკაციის გამო ხვალინდელ მატჩში ჩვენი გუნდის მსგავსად, არც ქუთაისური ტორპედო მოისაკლისებს ფეხბურთელებს. გუნდები რიგით 57–ე კლასიკოს ფაქტობრივად ოპტიმალური შემადგენლობებით ეგებებიან.

 

 

ტორპედო VS დინამომსაჯი

 

უმაღლესი ლიგის XXI ტურის შეხვედრას, რომელსაც ჩვენი გუნდი ქუთაისში, ტორპედოს წინააღმდეგ გამართავს, ალექსანდრე კრიჭაშვილი განსჯის. მისი ასისტენტები იქნებიან- გ. ჩიგოგიძე და ა. კოკაია. სათადარიგო მსაჯი ხ. გაგნიძე.

 

ალექსანდრე კრიჭაშვილმა ბოლოს 26 თებერვალს გამართული – ზესტაფონი 3:0 ზუგდიდი იმსაჯა. შეხვედრამ ისე ჩაიარა, რომ არბიტრს არც ერთი ფეხბურთელი არ გაუფრთხილებია.

 

ჩვენი გუნდის მონაწილეობით ალექსანდრე კრიჭაშვილმა ბოლოს 2013 წლის 4 მაისს იმსაჯა. აღსანიშნავია, რომ დინამო არენაზე გამართულ შეხვედრაში ჩვენი გუნდი მაშინაც ქუთაისის ტორპედოს დაუპირისპირდა და 4:0 აჯობა მეტოქეს. იმ გამარჯვებით დინამო მიუწვდომელი გახდა მეტოქეთათვის და მე- 14 გახდა საქართველოს ჩემპიონი. მატჩის მთავარმა არბირტმა ქუთაისელი ფეხბურთელები ერთხელ გააფრთხილა.

 

ტორპედოს სავარაუდო შემადგენლობა

 

ჩვენი ვარაუდით, ხვალინდელ მატჩში ქუთაისელთა სასტარტო შემადგენლობა ასეთი იქნება:

როინ კვასხვაძე - გელაშვილი, სავჩენკოვსი, თოდუა, ჩადუნელი - ადამაძე, ჩიკვილაძე, ელიავა, ლექვთაძე - ტუღუში, მამუკა ღონღაძე.

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024