• Geo
  • Eng
07.03.2014
9 მარტი დინამოს ისტორიაში

დინამო თბილისი 9 მარტს ქუთაისში ტორპედოს წინააღმდეგ ჩემპიონატის ოცდამეერთე ტურის შეხვედრას გამართავს. მატჩი 15:00 საათზე დაიწყება.

9 მარტს დინამოს აქამდე ორი ოფიციალური მატჩი აქვს ჩატარებული და ორივეში თბილისელმა ფეხბურთელებმა გამარჯვება მოიპოვეს. ეროვნულ ასპარეზზე მტკვრისპირელებმა შარშან იასპარეზეს სკ ზუგდიდის წინააღმდეგ. დინამო არენაზე გამართული მატჩი მასპინძლების გამარჯვებით ანგარიშით 3:0 დასრულდა. გოლები ზუგდიდელთა კარში ჩისკომ, ალვარომ და დვალმა გაიტანეს.

სსრკ- ს ჩემპიონატში თბილისელებმა 1986 წელს მინსკელ თანაკლუბელებს უმასპინძლეს და 2:1 დაამარცხეს. გოლები იმ შეხვედრაში თენგიზ სულაქველიძემ და ვალერი გაზაევმა გაიტანეს.

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024