• Geo
  • Eng
30.09.2011
გიორგი რეხვიაშვილი – მალე იმ თამაშს ვაჩვენებთ, რომელიც დინამოს შეეფერება

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მერვე ტურის შეხვედრის წინ, რომელსაც ჩვენი გუნდი, ბოლნისის სიონთან გამართავს, კომენტარის გაკეთება დინამოს მცველს, გიორგი რეხვიაშვილს ვთხოვეთ.
გიორგი რეხვიაშვილი - მეტოქე განახლებული გუნდია. გასულ სეზონთან შედარებით ბოლნისელთა შემადგენლობა ფაქტიურად  სრულად შეიცვალა და გუნდი ახალგაზრდა ფეხბურთელებით დაკომპლექტა.საერთოდ  დინამოს წინააღმდეგ ყველა მობილიზებული გამოდის და დარწმუნებული ვარ, არც სიონის ფეხბურთელები დაიშურებენ ძალ-ღონეს. სიონთან შედარებით ჩვენ უკეთეს სათამაშო ფორმაში ვართ, თუმცა ის თამაში, რასაც დღეს  ვაჩვენებთ, არ არის დინამოსთვის დამახასიათებელი. რასაც ევროპის ლიგიდან, პირდაპირ ჩემპიონატზე გადმორთვას  დავაბრელებდი, გუნდი გადაღლილია. ჩვენ სექტემბრის თვეში ძალიან რთული და გადატვირთული გრაფიკი გვქონდა. იმედი მაქვს ძალიან მალე თითოეული ჩვენთაგანი სასურველ ფიზიკურ კონდიციას მივაღწევთ და იმ თამაშს ვაჩვენებთ, რომელიც დინამოს თბილისს შეეფერება. მთავარია, მოახლოებულ შეხვედრაში გამარჯვება მოვიპოვოთ და სანაკრებო პაუზა მაქსიმალურად გამოვიყენოთ. მეტოქეზე განსაკუთრებულ ინფორმაციას არ ვფლობ. ბოლნისს ყოველთვის კარგი გუნდი ჰყავდა და რომ არა ფინანსური პრობლემები, დარწმუნებული ვარ, სიონის მაღალი მიზნებისთვის იბრძოლებდა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024