• Geo
  • Eng
26.02.2014
დინამო 1:2 სიონი - მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

დინამო არენაზე დასრულებული შეხვედრის შემდეგ გაიმართა ტრადიციული მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია. ჟურნალისტების წინაშე მალხაზ ჟვანია და ვლადიმერ ბურდული წარდგნენ.

ვლადიმერ ბურდული: თავიდანვე ვიცოდით, როგორი რთული თამაში იქნებოდა. დასრულებული მატჩების ანგარიშებიც ვიცოდით და შესაბამისად მოვემზადეთ. მალხაზს მინდა მადლობა ვუთხრა კარგი თამაშისთვის და ფეარ-პლეის პრინციპების დაცვისთვის. აღვნიშნავ, რომ დინამო კარგ ფეხბურთს თამაშობს და წარმატებებს ვუსურვებ ამ კლუბს. ჩემი კარიერის დიდი ნაწილი მაქვს გატარებული დინამოში და ჩემთვის უსაყვარლესი გუნდია. დღეს იღბალიც ჩვენს მხარეს იყო.

მალხაზ ჟვანია: ვულოცავ სიონს დამსახურებულ გამარჯვებას. რაც შეეხება ჩემს გუნდს- თამაში უფრო მეტად დასალაგებელია, რასაც დრო სჭირდება. მოგვიახლოვდა მეორეადგილოსანი და უფრო მეტადაა საჭირო თამაშის გამოსწორება.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024