• Geo
  • Eng
22.02.2014
მეტალურგი 0:2 დინამო - მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

რუსთავში დასრულებული სათასო შეხვედრის შემდეგ გაიმართა ტრადიციული მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია. ჟურნალისტების წინაშე მალხაზ ჟვანია და ვარლამ კილასონია წარდგნენ.

 

მალხაზ ჟვანია: ვულოცავ ჩვენს ქომაგს გამარჯვებას. მართალია ეს შეხვედრა მოვიგეთ, თუმცა წინ კიდევ მეორე შეხვედრაა. პირველი თამაში იყო სეზონში და გუნდს ნერვიულობა ეტყობოდა. თამაშიც მძიმედ წარიმართა, რასაც მოედანმაც დაასვა დაღი.

 

ვარლამ კილასონია: მივულოცავ დინამოს. მართალია საპასუხო თამაშიც დარჩენილია, თუმცა მეტოქეს უკვე დიდი უპირატესობა აქვს. ჩემი გუნდი არ იმსახურებდა ამ ანგარიშს. უკეთ ჩავატარეთ მეორე ტაიმი, მაგრამ ოსტატობამ თავისი გააკეთა. ოსტატობამ, რომელიც ზუსტად აკლია ჩემს გუნდს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024