• Geo
  • Eng
20.02.2014
დინამოელები ფანკლუბის წევრებს შეხვდნენ

დღეს დიღმის ბაზაზე დინამოელებმა ღია ვარჯიში გამართეს. ვარჯიშს დინამოს ფანკლუბის- გლადიატორების წევრები ესწრებოდნენ. წვრთნის შემდეგ დინამოელებს ფანკლუბის ლიდერმა როლანდ გაფრინდაშვილმა, გუნდს სეზონის განახლების წინ წარმატებები უსურვა. გულშემატკივრებს გუნდის მთავარი მწვრთნელი მალხაზ ჟვანია და ვიცე-კაპიტანი დავით კვირკველია გაესაუბრნენ.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024