• Geo
  • Eng
13.02.2014
გიორგი გავაშელი – 67

დღეს ჩვენი გუნდის ვეტერანი შემტევი, სპორტის ოსტატი– გიორგი გავაშელი 67 წლის გახდებოდა. გოჩა 1947 წელს გაგრაში დაიბადა. დინამოს რიგებში 1967 წლიდან 1976 წლამდე ასპარეზობდა და ჩატარებულ 183 შეხვედრაში 48 გოლი გაიტანა. არის 1976 წლის სსრკ–ს ბროლის თასის მფლობელი და 1968 წლის ჩემპიონატის ბომბარდირი 22 გატანილი გოლით. 1968 წელს კუიბიშევის კრილია სოვეტოვს ერთ შეხვედრაში 5 გოლი გაუტანა და გაიმეორა ილია დათუნაშვილის რეკორდი.

გიორგი გავაშელი 1997 წლის 25 დეკემბერს გარდაიცვალა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024